იომ-ქიფურის ომი
იომ-ქიფურის ომი, ან რამადანის ომი, ან ოქტომბრის ომი (არაბ. حرب أكتوبر ჰარბ ოკტობარი, ან არაბ. حرب تشرين ჰარბ ტიშრინ; ებრ. מלחמת יום הכיפורים მიჰმეტ იომ ჰაქიპურიმი ან מלחמת יום כיפור მილმჰმეტ იომ ქიპური), აგრეთვე ცნობილი როგორც 1973 წლის არაბეთ-ისრაელის ომი — დაიწყო 6 ოქტომბერს (იომ-კიპურის დღესასწაულს) და გრძელდებოდა 26 ოქტომბრამდე, 1973 წელს, ისრაელსა და ეგვიპტე-სირიის კოალიციას შორის. ომი დაიწყო გამოუცხადებელი შეტაკებით ეგვიპტისა და სირიის მიერ სინაისა და გოლანის მაღლობებზე (შესაბამისად), რომელიც ისრაელის მიერ იქნა შეპყრობილი ექვსი წლით ადრე ექვსდღიანი ომის დროს, რომელიც თავის მხრივ ეგვიპტის მიერ იქნა წამოწყებული ტირანის სრუტის ბლოკადითა და სინის მთაზე სამხედრო დანადგარების დამონტაჟებით.
ეგვიპტელები და სირიელები უპირატესობას იჭერდნენ პირველი 48 საათის განმავლობაში, რის შემდეგაც ომის სადავეები ისრაელის ხელში გადავიდა. ომის მეორე კვირისთვის სირიელები გოლანის მაღლობებიდან თითქმის განდევნილ იქნენ. სამხრეთით, სინის ნახევარკუნძულზე ისრაელმა ეგვიპტის არმიას კუდიდან შემოუტია, გადალახა სუეცის არხი და მთელ ეგვიპტის არმიას უკანა გზა და მომარაგება მოუჭრა სწორედ იმ მომენტში, როდესაც გაეროს დაზავების შეთანხმება შევიდა ძალაში.
ომმა დიდი შედეგები გამოიწვია მრავალი ერისთვის. არაბული სამყარო, რომელიც შეურაცხყოფილი იყო ექვს-დღიან ომში ეგვიპტე-სირია-იორდანიის ალიანსის დამარცხებით, ფსიქოლოგიურად დაუძლურებული ჩანდა მის ადრეულ გამარჯვებათა სერიის ფონზე. ამ გარემოებამ სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესის დაწყება შესაძლებელი გახადა, ეგვიპტის ინფიტას პოლიტიკის ლიბერალიზაციასთან ერთად. კემპ-დევიდის შეთანხმებამ შესაძლებლობა მისცა ეგვიპტესა და ისრაელს ურთიერთობების ნორმალიზება მოეხდინათ, რაც პირველი შემთხვევა იყო, როდესაც არაბულმა ქვეყანამ ისრაელი სცნო. ამის შემდეგ, ეგვიპტე თითქმის სრულიად ჰკარგავს საბჭოთა კავშირის მხარდაჭერასა და მისი გავლენის სფეროდან გამოდის.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- CIA Symposium on the Role of Intelligence in the 1973 Arab–Israeli War, held oh January 30, 2013
- President Nixon and the Role of Intelligence in the 1973 Arab–Israeli War, collection of primary documents at the CIA website დაარქივებული 2016-05-10 საიტზე Wayback Machine.
- Hourly U.S. diplomatic reporting on the war WikiLeaks
- A second look, 40 years after the war and The downfall of the Hermon fortification. Israeli TV documentaries broadcast in October 2013 featuring original video footage filmed during the war, interviews with combatants during the war and decades later, etc. Posted on the official YouTube channel of the Israel Broadcasting Authority
- Israeli Air Force Wing 115 – experiences during the war, and insights 40 years later.