იოკასტე (თანამგზავრი)
იოკასტე (ძვ. ბერძნ. Ἰοκάστη), იუპიტერ XXIV, S/2000 J 3 — ციური სხეული, პლანეტა იუპიტერის ბუნებრივი თანამგზავრი, რომელიც შედის ანანკეს ჯგუფში.
აღმოჩენა
რედაქტირებაიოკასტე აღმოაჩინეს 2000 წლის 23 ნოემბერს ჰავაის უნივერსიტეტის ასტრონომთა ჯგუფმა სკოტ შეპარდის ხელმძღვანელობით და მიენიჭა დროებითი აღნიშვნა S/2000 J 3.[1][2] 2002 წლის ოქტომბერში თანამგზავრს ეწოდა ბერძნული მითოლოგიური პერსონაჟის იოკასტეს სახელი.[3]
ორბიტა
რედაქტირებაიოკასტე ასრულებს ორბიტას იუპიტერის გარშემო საშუალოდ 21 269 000 კმ მანძილზე 631 დღეში და 12 საათში. ორბიტას აქვს ექსცენტრიულობა 0,216. რეტროგრადული ორბიტის დახრილობა ადგილობრივი ლაპლასის სიბრტყისკენ არის 149,4°. ეკუთვნის ანანკეს ჯგუფს.
ფიზიკური მახასიათებლები
რედაქტირებაიოკასტეს დიამეტრი დაახლოებით 5 კმ-ია. სიმკვრივე შეფასებულია 2.6 გ/სმ³-ზე. ძალიან მუქი ზედაპირი, ალბედო 0.04. ვარსკვლავიერი სიდიდე 21,8m.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Daniel W. E. Green. IAUC 7555: Sats OF JUPITER; 2001B; 2001C. IAU Central Bureau for Astronomical Telegrams. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2002-09-16.
- ↑ Brian G. Marsden. MPEC 2001-A28: S/2000 J 2, S/2000 J 3, S/2000 J 4, S/2000 J 5, S/2000 J 6. IAU Minor Planet Center. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-07.
- ↑ Daniel W. E. Green. IAUC 7998: P/2002 T5; Sats OF JUPITER. IAU Central Bureau for Astronomical Telegrams. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-02. ციტირების თარიღი: 2010-01-09.