ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

იოგაჩარა (სანს. योगाचार; Yogācāra; სიტყვასიტყვით „იოგას პრაქტიკა“)[1]ბუდისტური ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის გავლენიანი ტრადიცია, რომელიც ყურადღებას ამახვილებს შემეცნების, აღქმისა და ცნობიერების შესწავლაზე მედიტაციისა და იოგის პრაქტიკის გზით.[2] იგი ასევე ცნობილია, როგორც ვიჯნანავადა (ცნობიერების დოქტრინა), ვიჯნაპტივადა (იდეების ან აღქმის დოქტრინა) და ვიჯნაპრიმატრატა-ვადა (მოძღვრება „უბრალო წარმოდგენის“ შესახებ). ამ უკანასკნელს ასევე უწოდებენ მის მთავარ ეპისტემურ თეორიას, რომლის რამდენიმე ინტერპრეტაცია არსებობს: ხშირად იგი ერთგვარ იდეალიზმად ითვლება, თუმცა ზოგი მეცნიერი ამტკიცებს, რომ ის უფრო ახლოსაა ერთგვარ ფენომენოლოგიიასა ან რეპრეზენტაციულიზმთან, რომელიც მიზნად ჩვენი აღქმების რეფიკაციის დეკონსტრუქციას ისახავს.

დენ ლუსტჰაუსის თანახმად, იოგაჩარას ტრადიციამ განავითარა „დახვეწილი ფსიქოლოგიური თერაპიული სისტემა, რომელიც ასახავდა შემეცნების პრობლემებს მათ გამოსასწორებლად ანტიდოტებთან ერთად; და სერიოზული ეპისტემოლოგიური მცდელობა, რომელმაც საფუძველი დაუდო ყველაზე დახვეწილ მიდგომას აღქმისა და ლოგიკის მიმართ, რაც კი ოდესმე ყოფილა ბუდისტების ან ინდოელებს ჰქონიათ“. IV საუკუნეში მოღვაწე განდჰარანელი ძმები, ასაგა და ვასუბანდუ , იოგაჩანას სხვა დამფუძნებელ მაიტრეასთან ერთად, ამ ტრადიციის კლასიკურ ფილოსოფოსებად და სისტემატიზატორებად ითვლებიან.[3]

დაახლოებით IV საუკუნეში იოგაჩარა დაკავშირებული იყო ინდურ მაჰაიანა ბუდიზმთან,[4] თუმცა იგი ასევე მოიცავდა საუტრანტიკის სკოლის არამაჰაიანურ პრაქტიკებს.[5] იოგაჩარა დღემდე გავლენიანი ტიბეტურ ბუდიზმსა და აღმოსავლეთ აზიის ბუდიზმში . მიუხედავად ამისა, ერთიიანი ჩამოყალიბებული „იოგაჩარას სკოლის“ არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.[6]

დოქტრინა

რედაქტირება
 
ბუდას მედიტაცია ლოტოსის პოზაში

იოგაჩარას ფილოსოფია, უპირველეს ყოვლისა, მიზნად ისახავს სულიერ ხსნას იოგისა და მედიტაციის პრაქტიკას საშუალებით, მასში ასევე ვხვდებით გონებრივი წვრთნის მაჰაიანური გზის სისტემურ ანალიზს. სულიერი პრაქტიკის ახალი სქემის შესაქმნელად, იოგაჩარას სკოლის წარმომადგენლება გამოიყენეს სხვა ტრადიციების, მათ შორის პრაჯნაპარამიტასა და სარვასტივადა აბჰიდარმას, იდეები.

თომას კოჩუმუტომის თანახმად, იოგაჩარა „არა ონტოლოგიური სისტემით, არამეც გამოცდილების გზით უნდა იქნეს ახსნილი.“ სწორედ ამ მიზეზით, იოგაჩარას პრაქტიკოსებმა ბუდისტური ლიტერატურა მაჰაიანას ჩარჩოებში განავითარეს. ეს ლიტერატურული ნამუშევრები ქმნიან კომპლექსურ სისტემას, რომელთაგან თითოეული შეგვიძლია ავიღოთ, როგორც საწყისი წერტილი იოგაჩარას გასაგებად.

ვიჯნაპი-მატრას დოქტრინა

რედაქტირება

იოგაჩარას ფილოსოფიის ერთ-ერთი ამოსავალი წერტილი ვიჯნაპი-მატრას კონცეფციაა. ეს უკანასკნელი ხშირად გამოიყენება სიტა-მატრას სინონიმად, თუმცა ეს ტერმინი განსხვავებული მნიშვნელობის მატარებელია. ორივე ტერმინი სტანდარტულად ითარგმნება, როგორც „მხოლოდ ცნობიერება“ ან „მხოლოდ გონება“. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი თანამედროვე მკვლევარი უარყოფს ამგვარ თარგმანს. ვიჯნაპი-მატრას უფრო ზუსტი თარგმანია „მხოლოდ წარმოდგენა“,[7] სიტა-მატრას ალტერნატიული თარგმანი კი ჯერჯერობით არაა შემოთავაზებული.

წარმოშობა

რედაქტირება

ბუდისტური კვლევების პროფესორის, ლამბერტ შმითაუზენის თანახმად, ჩვენამდე მოღწეული ნამუშევრებიდან, რომელშიც ტერმინ „იოგაჩარას“ ვხვდებით, ყველაზე ძველია Saṅdhinirmocana Sūtra, რომელიც მხოლოდ ერთმანეთისგან განსხვავებული სინტაქსისა და აზრობრივი მნიშვნელობების მქონე ტიბეტური და ჩინური თარგმანების სახით შემოგვრჩა.[8] ტერმინი მის მერვე თავშია მოხსენიებული. ამ მონაკვეთში ვხვდებით ბუდას პასუხს შემდეგ შეკითხვაზე: „არის თუ არა გონებისგან განცალკევებული მედიტაციური კონცენტრაციის ობიექტი გამოსახულებები.“ ბუდა ამბობს, რომ ისინი არაა განცალკევებული, შემდგომი ტექსტი კი ადასტურებს, რომ იგივე ეხებათ არა მხოლოდ მედიტაციური, არამედ ჩვეულებრივი აღქმის ელემენტებსაც.[9]

არსებული სანსკრიტული წყაროების თანახმად, ტერმინი ვასუბანდჰუს „ვიმსატიკას“ პირველ სტროფებში გვხვდება, წიგნში წერია:[10]

ეს სამყარო ვიჯნაპტიმატრაა, რადგანაც იგი საკუთარი თავის, როგორც არარეალური საგნის, მანიფესტაციას ახდენს, ისევე როგორც, კატარაქტის მქონე ადამიანები ხედავენ არარეალურ საგნებს.

მარკ სიდერისტის თქმით, ვასუბანდჰუ აქ გულისხმობს იმას, რომ ჩვენ გონებრივ ხატებსა თუ შთაბეჭდილებებს მხოლოდ მაშინ აღვიქვამთ, როცა ხდება მათი, როგორც გარეგანი ობიექტების, მანიფესტაცია, თუმცა, რეალურად „არ არსებობს არაფერი გონების გარეთ.“[11]

„იოგაჩარა“ ხშირად გამოიყენება ტერმინი „სიტას“ (გონება, აზრი) სინონიმად, რომელიც ამასთანავე იდეალისტური მოძღვრების ერთ-ერთი სკოლის სახელს წარმოადგენს.[3]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Jones, Lindsay (Ed. in Chief) (2005). Encyclopedia of Religion. (2nd Ed.) Volume 14: p.9897. USA: Macmillan Reference. ISBN 0-02-865983-X (v.14)
  2. Makransky, John (1997). Buddhahood Embodied: Sources of Controversy in India and Tibet. SUNY Press, გვ. 211. ISBN 978-0-7914-3431-4. 
  3. 3.0 3.1 Siderits, Mark, Buddhism as philosophy, 2017, p. 146.
  4. Zim, Robert (1995). Basic ideas of Yogācāra Buddhism. San Francisco State University. Source: [1] დაარქივებული 2012-09-11 საიტზე Wayback Machine. (accessed: October 18, 2007).
  5. Ven. Dr. Yuanci, A Study of the Meditation Methods in the DESM and Other Early Chinese Texts, The Buddhist Academy of China.
  6. Bayer 2012, pp. 3, 7 დაარქივებული July 14, 2014, საიტზე Wayback Machine.
  7. Kochumuttom 1999, p. 5.
  8. Schmithausen, Lambert, The Genesis of Yogācāra-Vijñānavāda: Responses and Reflections, Tokyo, The International Institute for Buddhist Studies, 2014, p. 387.
  9. Schmithausen, Lambert, The Genesis of Yogācāra-Vijñānavāda: Responses and Reflections, Tokyo, The International Institute for Buddhist Studies, 2014, p. 391.
  10. Siderits, Mark, Buddhism as philosophy, 2017, p. 149.
  11. Schmithausen, Lambert, The Genesis of Yogācāra-Vijñānavāda: Responses and Reflections, Tokyo, The International Institute for Buddhist Studies, 2014, p. 389.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იოგაჩარა“-დან