იოანე ზედაზნელი (IX საუკუნე)

(გადამისამართდა გვერდიდან იოანე ზედაზნელი (IX))
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იოანე.
არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: იოანე ზედაზნელი.

იოანე ზედაზნელი — ღირსი მამა ჩვენი იოანე, ზედაზნის წინამძღვარი, სარკინოზთაგან წამებული. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე ახალი სტილით 25 დეკემბერი (12 დეკემბერი).

იოანე ზედაზნელი

წმინდა იოანე მოღვაწეობდა ზედაზნის მონასტერში, რომელიც დააარსა ღირსმა |იოანე ზედაზნელმა (ხს. 7 მაისს), ანტიოქიიდან ჩამოსულმა ბერმა, რომელიც ღვთისმშობლის გამოცხადებით მოვიდა ქართლში სარწმუნოების განსამტკიცებლად და ქვეყანაში ბერ-მონაზვნური ცხოვრების ასაღორძინებლად.

თანდათან ზედაზენი საქართველოს სულიერებისა და კულტურის ჩაუქრობელ ლამპრად იქცა. ზედაზნელი მამები ზრუნავდნენ მონასტრის კეთილდღეობაზე, ეწეოდნენ აღმშენებლობით საქმიანობას.

სიწმინდითა და ძმათამოყვარეობით გამორჩეული წმინდა იოანე ზედაზნის მონასტრის წინამძღვრად იქნა დადგენილი. სულიერების ეს ერთ-ერთი უდიდესი კერა IX საუკუნეში არაბთა შემოსევების შემდეგ სარკინოზთა რბევის საგნად იქცა. ერთ-ერთი შემოსევის დროს არაბებმა შეიპყრეს და წამებით მოკლეს მონასტრის წინამძღვარი იოანე.

არსენ II-ის (XIII ს. I ნახევარი) მიერ შედგენილ ზედაზნელ წინამძღვართა სიაში („სახელები წმიდათა მამათა, ქრისტეს მიერ აღსრულებულთა ზედაძენს შინა შემდგომად იოანესსა“) მოხსენიებულია იოანე, „რომელი მოიკლა სარკინოზთაგან ზედაზენს შინა მახჳლითა“. ეს მოხდა IX საუკუნეში.

საქართველოს ეკლესიამ წმინდანად შერაცხა მოძალადე ურწმუნოთა ხელით აღსრულებული ბერი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • დეკანოზი ზაქარია (მაჩიტაძე), მანანა ბუკია, მაკა ბულია. „ქართველ წმიდანთა ცხოვრება“, თბილისი, 2004 წ.