ცინ შიხუანდი

(გადამისამართდა გვერდიდან ინ ჩჟენი)

ცინ შიხუანდი (ჩინ.: 秦始皇) (დ. ძვ. წ. 259 — გ. ძვ. წ. 210)[1]ცინის სამეფოს მმართველი (ძვ. წ. 246 წლიდან), რომელმაც დაასრულა მრავალსაუკუნოვანი მეომარ სამეფოთა ეპოქა[2]. ძვ. წ. 221 წლისთვის დაამყარა მმართველობა შუა ჩინეთის მთელ ტერიტორიაზე და შევიდა ისტორიაში როგორც პირველი ჩინური ცენტრალიზებული სახელმწიფოს შემქმნელი. მის მიერ დაფუძნებული ცინის დინასტია, რომელიც მიზნად ისახავდა ჩინეთის ათი ათასი წლის განმავლობაში მართვას, ჩამოგდებული იქნა რამდენიმე წელიწადში მისი სიკვდილიდან.

ცინ შიხუანგი

ცინ შიხუანდი დღემდე რჩება ერთ-ერთ დისკუსიურ ფიგურად ჩინეთის ისტორიაში. ჩინეთის გაერთიანების შემდეგ მან და მისი უახლოესმა მრჩეველმა ლი შიმ გაატარეს ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმები.[2] მან წამოიწყო ისეთი გიგანტური პროექტები, როგორებიცაა ჩინეთის დიდი კედელი, ჩინეთის პირველი იმპერატორის მავზოლეუმი, გზების სისტემა და ტერაკოტის არმია. ამავდროულად მან დაწვა უამრავი მწიგნობარი და სხვადასხვა წიგნი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „იმპერაატორი ცინ შიხუანგი - ჩინეთის პირველი იმპერატორი“. TravelChinaGuide.com. ციტირების თარიღი: 2007-09-10.
  2. 2.0 2.1 უილიამ ჯ. დუიკერი. შპილფოგელი, ჯექსონ ჯ. გამოცემა: 5, ილუსტრირებული. (2006). მსოფლიოს ისტორია: ტომი I: To 1800. თომსონის უმაღლესი განათლების გამოცემა. ISBN 0-495-05053-9, 9780495050537. გვ. 78.