ინფრაბგერა
ინფრაბგერა (ლათ. infra — „დაბლა“, „ქვეშ“) — ბგერითი ტალღების ანალოგიური, ნაგრამ ადამიანისათვის სმენადი არის სიხშირეებზე ნაკლები სიხშირის დრეკადი ტალღები. ინფრაბგერითი არის ზედა საზღვრად ვიღებულია 16-25 ჰც სიხშირეები, ქვედა საზღვარი კი განსაზღვრული არ არის. პრაქტიკულად საინტერესოა რიცხვები. რომლებიც ჰერცის მეათედ და მეასედ ნაწილს შეადგენენ. ინფრაბგერას შეიცავს ატმოსფეროს, ტყის, ზღვის ხმაური. მათი წყაროა ატმოსფეროს ტურბულენტურობა და ქარი. ინფრაბგერითი რხევების წყაროა აგრეთვე მეხის განმუხტვა (ქუხილი), აფეთქებები და სხვა.
ინფრაბგერისათვის დამახასიათებელია სხვადასხვა გარემოში მცირე შთანთქმა, რის შედეგადაც ინფრაბგერითი ტალღები ჰაერში, წყალსა და დედამიწის ქერქში შეიძლება დიდ მანძილებზე გავრცელდეს, ამ მოვლენას ფართოდ იყენებენ ძლიერი აფეთქებების ან სასროლი იარაღის ადგილმდებარეობის განსაზღვრისას. დიდ მანძილებზე ინფრაბგერის გავრცელება ზღვაზე სტიქიური უბედურების — ცუნამის წინასწარმეტყველების საშუალებას იძლევა. ინფრაბგერის მეშვეობით შესაძლებელია მიწისძვრების მონიტორინგი, ასევე დედამიწის შიდა ფენებში ნავთობის მარაგის ძიება. ინფრაბგერის მნიშვნელოვანი თვისება იმაში მდგომარეობს, რომ მას შეუძლია ძალიან დიდი მანძილების დაფარვა ძალიან მცირე დისიპაციით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 185.