ინფორმაციის თავისუფლება

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ინფორმაციის თავისუფლება მოიცავს ინფორმაციის ძებნას, მოპოვებასა და მიღებას (პასიური ინფორმაციის თავისუფლება), ასევე, ინფორმაციის გადაცემასა და გავრცელებას (აქტიური ინფორმაციის თავისუფლება). ერთი მხრივ, ეს არის უფლება, მივიღოთ ინფორმაცია, მეორე მხრივ კი, ინფორმაციის თავისუფლება მოიაზრება, როგორც აზრის გამოხატვის უფლების ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი და გულისხმობს ინფორმაციის გავრცელების უფლებას. ინფორმაციის თავისუფლება არის აზრის გამოხატვის უფლების წინაპირობა. იმისათვის, რომ ადამიანს ჩამოუყალიბდეს ობიექტური ხედვა ამა თუ იმ საკითხის მიმართ, საჭიროა, მან, პირველ რიგში, მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია.

საქართველოს კანონმდებლობით ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით, გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, იქ დაცულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. ინფორმაციის გაცნობაზე უკანონოდ უარის თქმა ან მცდარი ინფორმაციის წარდგენა დანაშაულია და ისჯება სისხლის სამართლის წესით.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება