ინფორმატიკა აშშ-ის ცხოვრებაში
ინფორმატიკა აშშ-ის ცხოვრებაში (რუს. Информатика в жизни США) — ამერიკული გამოფენა, რომელიც სსრკ-ის დიდ ქალაქებში 1987—1988 წლებში ჩატარდა, პრეზიდენტების, რონალდ რეიგანისა და მიხეილ გორბაჩოვის მიერ კულტურული გაცვლის საკითხზე მიღწეული შეთანხმების საფუძველზე. შეთანხმებას მიაღწიეს 1985 წელს, ჟენევაში. გამოფენის ფინანსური მხარდაჭერა აშშ-ის საინფორმაციო სააგენტომ განახორციელა, 15 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებით. გამოფენას ემსახურებოდა 24 გიდი, რომელიც რუსულ ენას ფლობდა (ტაშკენტში 1988 წლის მარტში მუშაობდნენ ამერიკელი გიდები, რომლებიც ფლობდნენ უზბეკურ ენას).
თემა
რედაქტირებაგამოფენა ორიენტირებული იყო რიგით მოქალაქეებზე და ატარებდა სარეკლამო-პროპაგანდისტულ ხასიათს, თუმცა ნათლად აჩვენებდა აშშ-ში საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების დონეს.
განყოფილებები
რედაქტირება- სახლი
- მედიცინა და ჯანდაცვა
- კულტურა და დასვენება
- სამუშაო ადგილი
- განათლება
- საინფორმაციო ეპოქა
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მიმოხილვა 1
- მიმოხილვა 2 დაარქივებული 2011-10-08 საიტზე Wayback Machine.
- გამოფენის კატალოგი დაარქივებული 2010-02-02 საიტზე Wayback Machine.