ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექცია

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექცია წარმოადგენს მიკრომანიპულაციას, რომლის დროსაც ემბრიოლოგს თვითონ შეჰყავს კვერცხუჯრედის ციტოპლაზმაში ერთი სპერმატოზოიდი. რუტინული IVF ის დროს, სინჯარაში მოთავსებული კვერცხუჯრედი და სპერმატოზოიდი თვითონ ერწყმიან ერთმანეთს.

ICSI–ს ჩვენებას წარმოადგენს:

წინა ციკლებში ფერტილიზაციის – კვერცხუჯრედების განაყოფიერების დაბალი პროცენტული მაჩვენებელი. ზოგჯერ მიუხედავად იმისა, რომ ყველა მაჩვენებლები ნორმაშია სპერმატოზოიდი ვერ შედის კვერცხუჯრედში. ამ დროს სავარაუდოა გენეტიკური, იმუნოლოგიური პრობლემების, იდიოპატიური უშვილობის არსებობა.

  1. სპერმოგრამის ცუდი მაჩვენებლები: სპერმატოზოიდების დაბალი კონცენტრაცია, მოძრაობის და მორფოლოგიის ცუდი მაჩვენებლები განაპირობებს ICSI მიკრომანიპულაციის ჩატარების აუცილებლობას, რადგან დაბალი კონცენტრაციის დროს, ასევე რიგ შემთხვევებში მიუხედავად მაღალი კონცენტრაციისა, თუ სპერმატოზოიდების მოძრაობის ხარისხი და მორფოლოგია არ არის ნორმალური, შესაძლოა მათ კვერცხუჯრედის გამჭვირვალე გარსში შეღწევა – გარსის პენეტრაცია ვერ შეძლონ.
  1. ოლიგოსპერმია და აზოოსპერმია: აზოოსპერმია წარმოადგენს პათოლოგიას, როდესაც ეაკულატში სპერმატოზოიდები არ არის ან უკიდურესად ცოტაა. არსებობს ორი ფორმა – ობსტრუქციული და არობსტრუქციული. ობსტრუქციული ფორმა შეიძლება დაკავშირეული იყოს თესლგამომტანი სადინრების თანდაყოლილ არარსებობასთან, გადატანილ ინფექციურ პროცესებთან, წარსულში ჩატარებულ ქირურგიულ სტერილიზაციასთან. არაობსტრუქციული ფორმის დროს ადგილი აქვს ფიზიკური, ქიმიური თუ ჰორმონული ზემოქმედების გამო დარღვეულ სპრემატოგენეზს, როდესაც სპერმის პროდუქცია იმდენად დაბალია, რომ ერთეული სპერმატოზოიდების მიღება მხოლოდ პირდაპირ სათესლიდან ქირურგიული გზით არის შესაძლებელი – სათესლის დანამატიდან, ტესლიკულებიდან სპერმის ასპირაციის/ექსრაქციის –MESA, TESA, TESE ჩატარების გზით. რა თქმა უნდა ეს სპერმატოზოიდები გამოყენებადია მხოლოდ ICSI მიკრომანიპულაციისთვის. როგორც წესი ყოველთვის ასევე შესაძლებელია სპერმატოზოიდების კრიოპრეზერვაცია შემდგომი გამოყენებისთვისაც.

პროცედურა

რედაქტირება

მას შემდეგ რაც კვერცხუჯრედები მიღებულია, ემბრიოლოგი აშორებს მათ გარეთა გარსს, ე.წ. კუმულუსს რომელიც წარმოქმნილია ჰორმონმაპროდუცირებელი გრანულოზა უჯრედებისგან. მის ქვეშ მდებარეობს კვერცხუჯრედის გამჭვირვალე გარსი – ზონა პელლუციდა. დიდი გადიდების, მიკროსკოპის ქვეშ შესაძლებელია ამორჩეულ იყოს და გამოიყოს ერთი სპერმატოზოიდი, ასპირირებულ იქნას უწვრილეს შუშის ნემსში და შეყვანილ იქნას კვერცხუჯრედში. ეს პროცედურა ტარდება ყველა კვერცხუჯრედისთვის ცალ-ცალკე.

 

ICSI–სთან ასოცირებული რისკები

რედაქტირება

ICSI მიკრომანიპულაციის შედეგად პირველი ბავშვი 1992 წელს გაჩნდა. ამჟამად უკვე მილიონზე მეტი ბავშვია გაჩენილი, შესაბამისად საშუალება იყო ჩატარებულიყო მრავალრიცხოვანი კვლევები როგორც ეფექტურობის შესაფასებლად, ასევე მასთან ასოცირებული რისკების შესასწავლად. სხვადასხვა მოსაზრებების მიუხედავად, გამოიკვეთა რომ ICSI ასოცირებულია Y Y – ქრომოსომის მიკროდელეციის – YCD სიხშირესთან. მამაკაცებში, რომელთაც ესაჭიროებათ ICSI მიკრომანიპულაცია. ეს გენეტიკური დეფექტი 2% ში გვხვდება და სწორედ ის განაპირობებს სპერმატოგენეზში დარღვევებს. თუ დაიბადება მამარობოთი სქესის ბავშვი, მას გადაეცემა მიკროდელეციის მქონე Y ქრომოსომა, რაც მომავალში სპერმატოგენეზის დარღვევებს მასშიც განაპირობებს. Y ქრომოსომის მიკროდელეციის დროს ასევე ხშირია ჰიპოსპადიის რისკი, როდესაც შარდსადინარი არ იხსნება პენისის თავზე. Y ქრომოსომის მიკროდელეციის მტარებლობისას ამ პათოლოგიას ადგილი აქვს 1 ახაშობილში 100 დან, მაშინ როდესაც ჯანმრთელ პოპულაცაში გვხვდება 1-ში 350 – დან სიხშირით. ამ შემთხვევებში ICSI- ის ალტერნატივად დონორის სპერმის გამოყენება განიხილება, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება წყვილის პრეროგატივაა, რადგან შთამომავლობით გადაცემის რისკი განიხილება როგორც შედარებით დაბალი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება