ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ინტერი (უკრ. Інтер) — უკრაინული ტელეარხი, რომელმაც მაუწყებლობა დაიწყო 1996 წლის 20 ოქტომბერს და შედის „Inter Media Group“ ჰოლდინგში.

ინტერი (ტელეარხი)
დაფუძნდა 1996
დამაარსებელი Inter Media Group
სათავო ოფისი კიევი, უკრაინა
პროდუქცია ფილმები, სერიალები,
სატელევიზიო პროგრამები
მფლობელი სერგეი ლიოვოჩკინი (2013 წლიდან)
სერვისის ენა რუსული, უკრაინული
საიტი inter.ua

დაარსების დღიდან გენერალური დირექტორი იყო ალექსანდრე ზინჩენკო, რომელიც შემდეგში არხის საპატიო პრეზიდენტი გახდა. 2001-2006 წლებში ტელეარხს ხელმძღვანელობდა ვლადისლავ რიაშინი. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში „ინტერი“ უკრაინის წამყვანი ტელეარხი გახდა.

2002 წლის 30 დეკემბრიდან „ინტერი“ სადღეღამისო მაუწყებლობაზე გადავიდა.[1]

2016-2019 წლებში ტელეარხის მმართველი იყო ეკატერინა შკურატოვა.[2]

მფლობელები სხვადასხვა დროს იყვნენ: იგორ პრუჟნიკოვი (1996-2005), ვალერი ხოროშკოვსკი (2005-2013), დიმიტრი ფირტაში (2006-2021), სერგეი ლიოვოჩკინი (2013-დან).

პროექტები

რედაქტირება

ინტერსკოლა

რედაქტირება

2006 წელს ტელეარხმა გახსნა „ინტერსკოლა“ — მედიასაგანმანათლებლო პროგრამა, რომლის მიზანია სატელევიზიო სფეროს მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება.

ფონდი „ინტერი — ბავშვებს

რედაქტირება

ტელეარხმა ჩამოაყალიბა საქველმოქმედო ფონდი — პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია ობოლი და ავადმყოფი ბავშვების დახმარებაზე. ფონდი ასევე აფინანსებს სპორტულ, შემოქმედებით ორგანიზაციებს და ახალგაზრდა ტალანტებს. ფონდის დირექტორია ტელეწამყვანი დაშა მალახოვა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება