ინკა როკა (კეჩ. inka roq’a – "სულგრძელი ინკა") — კუსკოს სამეფოს მეექვსე საპა ინკა, პირველი იმპერატორი ანანის დინასტიიდან. მას ჰყავდა მეუღლე მამა მიჩაი და ვაჟი - იაუარ უაკაკი.

ინკა როკა.ფელიპე გუამ პომა დე აიალას ნახატი

მამამისი იყო კაპაკ იუპანკი, რომლის მემკვიდრედაც ითვლებოდა მისი სხვა ვაჟი, ინკა როკას ძმა – კისპე იუპანკი. კაპაკ იუპანკის სიკვდილის შემდეგ, ინკა როკას მომხრეები აჯანყდნენ, მოკლეს კისპე იუპანკი და ტახტი ინკა როკას გადასცეს.

ლეგენდის თანახმად, ინკა როკამ დაიპყრო ჩანკასის ხალხი და დააარსა სკოლები, სადაც დიდებულები სწავლობდნენ. მან ასევე მოაწესრიგა საირიგაციო სისტემა კუსკოსა და მის შემოგარენში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება