ინდოეთის ვარსკვლავი

ინდოეთის ვარსკვლავი — 563.35 კარატის (112.67 გ) საფირონის თვალი და ამ მინერალთა ჯგუფში მსოფლიოში სავარაუდოდ უდიდესი. ქვა თითქმის უზადოა. შრი-ლანკაში გათხრებით ნაპოვნი მორუხო ცისფერი თვალი ამჟამად ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმში ინახება ქ. ნიუ-იორკში.

ინდოეთის ვარსკვლავი

1900 წელს მდიდარმა ფინანსისტმა ჯ.პ. მორგანმა ინდოეთის ვარსკვლავი ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმს უსახსოვრა. 1964 წლის 29 ოქტომბერს განთქმული გოლფის ბურთისხელა ძვირფასი ქვა სხვა ძვირფას თვლებთან ერთად მოიპარეს. მძარცველებმა დღის განმავლობაში მუზეუმის საპირფარეშოს ფანჯრის საკეტი ღია დატოვეს, შემდეგ კი ღამე ამ ფანჯრიდან მუზეუმში გადაძვრნენ. მუზეუმში შესულებმა აღმოაჩინეს, რომ საფირონი ერთადერთი ქვა იყო დაცული სიგნალიზაციით, თუმცა ბატარეა მწყობრიდან გამოსული იყო. მძარცველებმა თითქმის ყველა ძვირფასი ქვა მოხვეტეს და იმავე გზით გაიქცნენ საიდანაც შემოვიდნენ. ქვები იმ პერიოდისთვის $400.000-ად იყო შეფასებული.

ორ დღეში სამი მძარცველი დააკავეს და მოგვიანებით სამ-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. დაუზღვეველი ინდოეთის ვარსკვლავი მაიამის ავტობუსის სადგურის ბაგაჟის დროებით საცავში იპოვეს. ყველა დანარჩენი ძვირფასი ქვაც მალევე აღმოაჩინეს, ერთის გარდა - იგლ-დაიმონდი (ამერიკის მიწაზე ნაპოვნი უდიდესი ბრილიანტი) სამუდამოდ დაკარგულად ითვლება.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება