ინდოეთის გზები
ინდოეთის გზები (პორტ. Caminho das Índias) (აგრეთვე ცნობილი როგორც: ინდოეთი - სიყვარულის ისტორია და იქ სადაც უყვართ) — ბრაზილიური ემის ჯილდოს მფლობელი ტელენოველა, რომელიც შექმნილია Globo TV-ს მიერ და რომელიც პირველად 2009 წლის 19 იანვრიდან 11 სექტემბრამდე გადიოდა ტელეარხზე. ტელენოველა ბრაზლილიაში ყველაზე ყურებადი შოუების სათავეში მოხვდა. „ინდოელთა გზა“ აღწერს იმ მრწამსსა და ღირებულებებს, რომლებიც ერთმანეთისაგან განასხვავებს აღმოსავლურ და დასავლურ სამყაროს, მას ეკრანზე მოაქვს კულტურათა კონტრასტის ისტორია თავისი დადებითი და უარყოფითი გმირებით.
ინდოეთის გზები | |
---|---|
ჟანრი |
დრამა რომანტიკული |
ავტორი | გლორია პერესი |
მონაწილეობენ |
ჟულიანა პაესი მარსიო გარსია როდრიგო ლომბარდი ლეტიცია საბატელა ტანია ხალილი ელიან გიარდინი ტონი რამოსი ლიმა დუარტე ოსმარ პრადო ნივეა მარია |
ქვეყანა | ბრაზილია |
ენა | პორტუგალიური |
ეპიზოდი |
203 (ორიგინალური) 160 (განმეორებით) |
წარმოება | |
ადგილ(ებ)ი | ინდოეთი და ბრაზილია |
კამერა | მრავალი კამერა |
ხანგრძლივობა | 50-80 წუთი |
ეთერი | |
ჩვენების ფორმატი |
(HDTV) 1080i – 16:9 (SDTV) 480i – 4:3 |
ეთერში | 19 იანვარი 2009 — 11 სექტემბერი 2009 |
რესურსები ინტერნეტში | |
საიტი |
ტელენოველა გადიოდა ერთსაათიან სერიებად კვირაში ექვსი დღე — ორშაბათიდან შაბათამდე. ეს იყო ბრაზილიის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული პროგრამათაგანი, რომელმაც ხელი შეუწყო ინდოეთის პოპულარიზაციას ბრაზილიაში. ინდურ მოტივებზე შექმნილი ძვირფასეულობა, რომელიც მთავარ გმირს — მაიას უკეთია ახლა ყველგან იყიდება, წიგნები ინდოეთის შესახებ ბესტსელერების სიის სათავეში ხვდება, ბრაზილიელი ტურისტების ინდოეთისაკენ მოგზაურობათა რიცხვი საკმაოდ გაიზარდა, აგრეთვე ინდური თემატიკის რესტორნებისა და ღამის კლუბების გახსნაც კი დაიწყო.