ინგრესია
ინგრესია (ლათ. ingressio – შესვლა) — ზღვის წყლის შეჭრა სანაპიროს დადაბლებულ ნაწილში ზღვის დონის აწევის ან ხმელეთის ტექტონიკური დაძირვის შედეგად. აღსანიშნავია, რომ ინგრესია წყლით არა მთელ ქვეყანას, არამედ მის დადაბლებულ ადგილებს ფარავს, მაგ.: მდინარეთა ხეობების შესართველის მონაკვეთებს და სხვ., რის შედეგად ზოგჯერ წარმოიქმნება ვიწრო და გრძელი ყურეები (მაგ.: ობის უბე).
რელიეფის დადაბლების გამომწვევ ფაქტორთა შესაბამისად, ინგრესიის შედეგად წარმოიქმნება მყინვარული, ფლუვიალური, ეოლური და სტრუქტურულ-დენუდაციურ ინგრესიული ნაპირები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 132.
- Геологический словарь, т1, А-Л., М. 1955.