ინგეთის კოშკი
ინგეთის კოშკი — კოშკი მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ინგეთის სამხრეთით 4-5 კმ-ზე, ტყეში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.
კოშკი გეგმით სწორკუთხაა (7,2 X 6,8 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. წყობა ირეგულარულია. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: პირველი სართული თითქმის მთლიანად მიწით და ნანგრევებით არის ამოვსებული, მეორე სართულის კედლების მცირე ნაწილიღაა დარჩენილი. კოშკის პირველი სართული ქვის კამარით ყოფილა გადახურული. სართულის აღმოსავლეთ კედელში პატარა კვადრატული ნიშია.
კოშკის გარშემო შეიმჩნევა კიდევ ორი კოშკის კვალი და რამდენიმე გაურკვეველი დანიშნულების შენობის ნაშთი.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 95.