ინამ იმდად-ოღლუ ქერიმოვი (აზერ. İnam İmdad oğlu Kərimov) — აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან არსებული მოქალაქეებისათვის სამსახურისა და სოციალური ინოვაციების გაწევის სახელმწიფო სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე (2012–2018).[1]

ინამ ქერიმოვი
აზერ. İnam Kərimov
ინამ ქერიმოვი აზერ. İnam Kərimov
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა27 დეკემბერი, 2016
ვიცე-პრეზიდენტი  აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის მინისტრი

დაბადებული6 ივნისი, 1977 (1977-06-06) (47 წლის)
ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
განათლებაპარიზის უნვიერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1977 წლის 6 ივნისს ქალაქ ბაქოში. 1984–1994 წლებში სწავლობდა ბაქოს ჰუმანიტარულ გიმნაზიაში. 1994–1995 წლებში სწავლა გაააგრძელა რიჩმონდის საშუალო სკოლაში (ინდიადას შტატი, აშშ). 1995 წელს ჩააბარა ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე. 1998–2000 წლებში მიიღო ბაკალავრის ხარისხი სტრასბურგის უნივერსიტეტში სამართლის დარგში, 2000–2002 წლებში — მაგისტრის ხარისხი საფრანგეთში სორბონას უნივერსიტეტში სამართლის დარგში.

2002–2004 წლებში მუშაობდა კონსულტანტად, ხოლო 2004–2012 წლებში — მთავარ კონსულტანტად აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. 2005–2012 წლებში მუშაობდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის კომისიის მდივნად კორუფციასთან ბრძოლაში.

2005–2012 წლებში უძღვებოდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაციას კორუფციასთან მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფში (ინგლ. Group of States against Corruption (GRECO) — anti-corruption body of the Council of Europe).

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 სექტემბრის განკარგულებით, დაინიშნა პრეზიდენტთან არსებული მოქალაქეთა მომსახურებისა და სოციალური ინოვაციების სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარედ.

არის აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტურიზმის საბჭოს წევრი, რომლის შემადგნელობაც აზერბაიჯანის პრეზიდენტის 2016 წლის 27 დეკემბრის № 1179 დადგენილების საფუძველზე „მთელი რიგი ღონისძიებები აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ტურიზმის განვითარების შესახებ“ იქნა მიღებული.[2]

არის კომისიის წევრი, რომლის შემადგენლობაც დამტკიცდა აზერბაიჯანის პრეზიდენტის 2016 წლის 13 ივნისის № 2199 დადგენილებით „აზერბაიჯანის რესპუბლიკაშიდამატებითი ღონისძიებების შესახებ ბიზნესგარემოს კეთილგანწყობის ატმოსფეროს მატებისა და საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის პოზიციების შემდგომი გაუმჯობესების შესახებ“.[3]

არის ეკონომიკური რეფორმებისა და კომუნიკაციების ანალიზის ცენტრის დამკვირვებელი საბჭოს წევრი, რომლის შემადგენლობაც დამტკიცდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის 2016 წლის 20 აპრილის № 1984 დადგენილებით.[4]

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის 2018 წლის 21 აპრილის განკარგულებით დანიშნული იქნა სოფლის მეურნეობის მინისტრად.[5]

სორბონას უნივერსიტეტში მიღებული აქვს სამართლის დოქტორის ხარისხი (ფრანგ. Docteur en droit).[6] ფლობს ინგლისურ, ფრანგულ, სპარსულ, და რუსულ ენებს. დაქორწინებულია, ჰყავს სამი შვილი.

  1. Распоряжение Президента Азербайджанской Республики о назначении И. Керимова Председателем Государственного агентства по оказанию услуг гражданам и социальным инновациям при Президенте Азербайджанской Республики
  2. Указ Президента Азербайджанской Республики «О ряде мер по развитию туризма в Азербайджанской Республике». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-14. ციტირების თარიღი: 2020-09-08.
  3. Распоряжение Президента Азербайджанской Республики «О дополнительных мерах по повышению благоприятности бизнес-среды в Азербайджанской Республике и дальнейшему улучшению позиции страны в международных рейтингах». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-01. ციტირების თარიღი: 2020-09-08.
  4. Распоряжение Президента Азербайджанской Республики о назначении членов Наблюдательного совета Центра Анализа Экономических Реформ и Коммуникаций. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-02. ციტირების თარიღი: 2020-09-08.
  5. Распоряжение Президента Азербайджанской Республики о новом составе Кабинета Министров Азербайджанской Республики
  6. www.theses.fr