იმპჰალი
იმპჰალი ― ინდოეთის შტატ მანიპურის დედაქალაქი და მეორე უდიდესი ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში. ქალაქის მეტროპოლიური ცენტრი მოიცავს ყოფილი მანიპურის სამეფოს სამეფო რეზიდენციის, კანგლის სასახლის (ოფიციალურად ცნობილი როგორც კანგლის ფორტი) ნანგრევებს, რომლის ირგვლივაც თხრილია შემოვლებული. ქალაქი დასავლეთ იმპჰალისა და აღმოსავლეთ იმპჰალის რაიონებს მოიცავს. ქალაქის დიდი ნაწილი და მოსახლეობის უმრავლესობა დასავლეთ იმპჰალის ტერიტორიაზეა.[1] იმპჰალი ერთ-ერთია ინდოეთის გონიერი ქალაქის მისიის ფარგლებში შერჩეულ ქალაქებს შორის.[2] იგი კომერციული კერაა და ცნობილია ნაქსოვი ნაწარმით, თითბრისა და ბრინჯაოს ნაკეთობებითა და სხვა დარგებით. ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობა მეითეის ენაზე (ოფიციალურად ცნობილი როგორც მანიპურის ენა) საუბრობს.[3]
დასახლებული პუნქტი | |
---|---|
იმპჰალი | |
ქვეყანა | ინდოეთი |
კოორდინატები | 24°49′12″ ჩ. გ. 93°57′00″ ა. გ. / 24.82000° ჩ. გ. 93.95000° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 786±1 მეტრი |
მოსახლეობა |
268 243 (2011), 264 986 (2011) |
სასაათო სარტყელი | UTC+05:30 |
სატელეფონო კოდი | 3852 |
საფოსტო ინდექსი | 795001 |
INS Imphal-ს, ინდოეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ვიშაკაპატნამის კლასის მესამე ხომალდს, მართვადი რაკეტებით აღჭურვილ საესკრადო ნაღმოსანს, სახელი იმ ინდოელი ჯარისკაცების პატივსაცემად ეწოდა, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს იმპჰალის ბრძოლაში დაიღუპნენ.[4] ხომალდი პირველი ინდური სამხედრო-საზღვაო გემია, რომელსაც ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთის ქალაქის შესაბამისად ეწოდა სახელი.[5]
Encyclopedia Britannica-ის მიხედვით, იმპჰალი მანიპურის ერთადერთი ქალაქია.[6]
ეტიმოლოგია
რედაქტირებაიმპჰალის სახელწოდება წარმოდგება ორი სიტყვიდან: Yum, რაც სახლს ნიშნავს და Phal-იდან, რაც „უხვს“ ან „მშვენიერს“ აღნიშნავს. ძველ მანიპურის ენაზე yum ასევე გამოითქმის როგორც im. დღესაც, ქალაქის სახელი ზოგჯერ გამოითქმის როგორც იუმ-პჰალი (yum-phal).[7]
გეოგრაფია
რედაქტირებაიმპჰალის გეოგრაფიული კოორდინატებია: ჩრდ. 24.8074° განედი და აღმ. 93.9384° გრძედი. ქალაქი ამავე სახელწოდების მქონე ხეობაში მდებარეობს, ინდოეთის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში და 9 ქედითაა გარშემორტყმული.[8] ქალაქის საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 786 მეტრის ტოლია. კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით, იმპჰალი სუბტროპიკული ოკეანური კლიმატის სარტყელში (Cwa) მდებარეობს,[9] რომელიც ცივი, მშრალი ზამთრითა და შედარებით ცხელი მუსონების სეზონით ხასიათდება. იმპჰალი ზომიერი კლიმატით გამოირჩევა, რაზეც სიმაღლე და ირგვლივ მდებარე მთები ახდენს გავლენას.[10] ყველაზე ცხელი თვეების მაქსიმალური ტემპერატურა 29 °C-ია (84 °F). ყველაზე ცივი თვე იანვარია, საშუალო ტემპერატურა 4 °C-მდე (39 °F) ეცემა, უცივესი ღამეების დროს ტემპერატურა ზოგჯერ კი 2 °C-მდეც ეცემა, ყინვის წერტილს კი იშვიათად აღწევს. ქალაქის ნალექიანობის მაჩვენებელი 1 320 მმ-ის ტოლია, ყველაზე ნალექიანი თვე კი ივნისია. უმაღლესი ტემპერატურა 35.6 °C (96.1 °F) 2009 წლის 22 მაისს დაფიქსირდება. ტემპერატურის მინიმუმი, −2.7 °C (27.1 °F), 1970 წლის 10 იანვარს დაფიქსირდა.[11] [12]
კლიმატი
რედაქტირებაჰავის მონაცემები — იმპჰალი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წლიური |
რეკორდულად მაღალი °C | 27.8 | 32.0 | 35.0 | 34.5 | 35.6 | 35.6 | 35.7 | 34.0 | 34.5 | 34.2 | 30.7 | 28.9 | 35.7 |
საშუალო მაღალი °C | 22.4 | 24.2 | 27.2 | 28.5 | 29.2 | 29.6 | 29.4 | 29.7 | 29.5 | 28.7 | 25.9 | 22.9 | 27.3 |
საშუალო დაბალი °C | 4.6 | 7.7 | 12.1 | 15.8 | 18.7 | 21.3 | 21.9 | 21.7 | 20.6 | 17.2 | 11.1 | 6.1 | 14.9 |
რეკორდულად დაბალი °C | −2.7 | −1.4 | 2.4 | 6.2 | 11.1 | 14.7 | 15.4 | 14.6 | 14.3 | 7.8 | 1.5 | −1.7 | −2.7 |
წვიმის საშუალო რაოდენობა (მმ) | 11.5 | 43.4 | 81.2 | 154.6 | 174.3 | 221.6 | 231.4 | 186.8 | 157.2 | 122.3 | 34.7 | 17.8 | 1 436,7 |
წვიმიანი დღეები საშუალოდ | 1.1 | 3.3 | 6.1 | 10.3 | 11.8 | 15.4 | 16.1 | 12.9 | 10.2 | 7.3 | 2.4 | 1.0 | 97.9 |
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) ) | 60 | 54 | 53 | 62 | 69 | 77 | 79 | 79 | 80 | 78 | 74 | 70 | 70 |
წყარო: India Meteorological Department[13][14][15] |
დემოგრაფია
რედაქტირება2011 წლის აღწერის მიხედვით, იმპჰალის მუნიციპალური საბჭოს მოსახლეობა 277 196 ადამიანს შეადგენს (135 059 კაცი და 142 137 ქალი). იმპჰალში ყოველ 1 000 კაცზე 1 052 ქალი მოდის. მამაკაცთა 90.8%-მა და ქალთა 86.77%-მა იცის წერა-კითხვა. მოსახლეობის 10.54%, 29 216 ადამიანი (14 997 კაცი და 14 219 ქალი), 6 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნება.
იმპჰალის მოსახლეობის უმრავლესობა ინდუიზმის მიმდევარია. მეორე უდიდეს რელიგიურ ჯგუფს სამანაჰის მიმდევრები შეადგენენ. იმპჰალში, კანგლის ფორტში, პახანგბის ცნობილი ტაძარი მდებარეობს. ქრისტიანები მესამე უდიდეს რელიგიურ ჯგუფს შეადგენენ. ისლამის მიმდევრები პანგალები არიან, ბუდიზმს გორხაები მისდევენ, ხოლო მიგრანტების ნაწილი ჯაინიზმის მიმდევარია.
2011 წლის აღწერის მიხედვით, მოსახლეობის 82.80% მანიპურიზე საუბრობს, 3.65% ― ქაბულზე, 2.20% ― ჰინდიზე, 1.39% ― თჰადუზე, 1.31% ― ტანგხულზე, 1.18% ― ნეპალურზე, 1.11% ― ბენგალურზე, 1.1% ― ბჰოჯპურიზე, ხოლო 1% ― კუკიზე.[17]
ტურიზმი
რედაქტირებაქალაქში რელიგიური და ისტორიული მნიშვნელობის ძეგლები მდებარეობს. კანგლის სასახლე (ასევე ცნობილი როგორც კანგლის ფორტი) მდინარე იმპჰალის სანაპიროებზე მდებარეობს. მანიპურის ენაზე კანგლა „მშრალ მიწას“ ნიშნავს. ფორტი მეფე პახანგბას სასახლე იყო და კომპლექსში მდებარე მრავალი ტაძრის გამო რელიგიური მნიშვნელობა ჰქონდა.[18]
-
კანგლა შას დრაკონები კანგლის ფორტში
-
ბამბუკის ქოხები კანგლის ფორტში
-
კანგლის ფორტის კომპლექსი
-
კანგლის ფორტის ნანგრევები
-
კანგლის მუზეუმი
-
ბიჰუ-ლოუკონის ხედი
-
იმპჰალის სამხედრო სასაფლაო
-
ქალების ბაზარი (Ima Keithel)
იხილეთ არეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Imphal West (archived 27 September 2011)
- Imphal East
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Simply put: Seven new districts that set Manipur ablaze en (2016-12-20). ციტირების თარიღი: 2020-10-15
- ↑ Imphal Smart City Limited en-US. ციტირების თარიღი: 2020-10-16
- ↑ Imphal | Manipur, Battle of Imphal, WWII | Britannica en (2023-11-13). ციტირების თარიღი: 2023-11-19
- ↑ Navy's gesture to the Battle of Imphal elates Northeast (21 April 2019).
- ↑ In a First, Indian Navy Names Warship After Northeast City.
- ↑ Manipur | History, Government, Map, Capital, & Facts | Britannica en (2023-11-17). ციტატა: „Manipur’s population is largely rural, Imphal being the only city of any size.“ ციტირების თარიღი: 2023-11-19
- ↑ History of Imphal East District | IMPHAL EAST DISTRICT, GOVERNMENT OF MANIPUR | India en-US. ციტირების თარიღი: 2023-10-03
- ↑ Maps, Weather, and Airports for Imphal, India. ციტირების თარიღი: 10 June 2015
- ↑ Climate: Imphal - Climate graph, Temperature graph, Climate table. Climate-Data.org. ციტირების თარიღი: 31 October 2013
- ↑ Imphal climate: weather by month, temperature, precipitation, when to go. ციტირების თარიღი: 2022-11-14
- ↑ Imphal, India. India Meteorological Department. ციტირების თარიღი: 16 May 2014
- ↑ Ever Recorded Maximum Temperature, Minimum Temperature and 24 Hours Heaviest Rainfall upto 2010. India Meteorological Department. ციტირების თარიღი: 16 May 2014
- ↑ Station: Imphal/Tulihal (A) Climatological Table 1981–2010. Climatological Normals 1981–2010 გვ. 335–336. India Meteorological Department (January 2015). ციტირების თარიღი: 5 February 2020
- ↑ Extremes of Temperature & Rainfall for Indian Stations (Up to 2012). India Meteorological Department (December 2016). ციტირების თარიღი: 5 February 2020
- ↑ Imphal Climatological Table 1971–2000. India Meteorological Department. ციტირების თარიღი: 5 February 2020
- ↑ Population by Religion - Manipur. Registrar General and Census Commissioner of India (2011). ციტირების თარიღი: 9 February 2023
- ↑ Table C-16 Population by Mother Tongue: Manipur (Urban). Registrar General and Census Commissioner of India. ციტირების თარიღი: 9 February 2023
- ↑ Who's who 1891 of Manipur state archives. ციტირების თარიღი: 2020-10-19