იმან ბინტ აბდულაჰი
პრინცესა იმან ბინტ აბდულაჰი (არაბ. إيمان بنت عبدالله; დ. 27 სექტემბერი 1996, ამანი, იორდანია) — იორდანიის მეფე აბდულა II-ისა და დედაფალ რანია ალ-აბდულას მეორე შვილი და უფროსი ქალიშვილი.
პრინცესა იმანი | |
---|---|
იორდანიის პრინცესა | |
მმართ. დასაწყისი: | 27 სექტემბერი 1996 |
მმართ. დასასრული: | ამჟამინდელი |
მონარქი: | აბდულა II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 27 სექტემბერი, 1996 |
დაბ. ადგილი: | ამანი, იორდანია |
დინასტია: | ჰაშიმიდები |
მამა: | აბდულა II |
დედა: | რანია ალ-აბდულა |
რელიგია: | ისლამი |
ადრეული ცხოვრება
რედაქტირება1996 წლის 27 სექტემბერს ამანში დაბადებული პრინცესა, იორდანიის მეფე აბდულასა და დედოფალი რანიას ქალიშვილია, ამავე დროს იმანი ჰაშიმიდების ოჯახის წევრია. ის მუჰამედის 42-ე თაობის შთამომავალია. მისი პაპა იორდანიის ყოფილი მეფე ჰუსეინია, ხოლო ბებია ინგლისში დაბადებული დედოფალი მუნა იყო, რომელიც ჰუსეინის მეორე ცოლი იყო. იმანს ჰყავს ერთი უფროსი ძმა, პრინცი ჰუსეინი და ორი უმცროსი და სალმა და ძმა ჰაშემი.
განათლება
რედაქტირებაპრინცესა იმანი დაესწრო ამანის საერთაშორისო აკადემიას (IAA). 2014 წლის 4 ივნისს, მან დაამთავრა IAA და დაჯილდოვდა სკოლის საუკეთესო ატლეტის წოდებით.[1] ამჟამად პრინცესა სწავლობს ვაშინგტონის ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში, სადაც მისი ძმა ჰუსეინიც სწავლობს.[2]
2010 წლის 19 ივნისს, იმანი თავის მშობლებთან ერთად ესწრებოდა შვედეთის პრინცესა ვიქტორიას ქორწილს. პრინცესა ასევე სტუმრობდა მშობლებთან ერთად გაერთიანებულ სამეფოს, საფრანგეთს, იტალიას, ჩინეთსა და იაპონიას.
წინაპრები
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ "Queen Rania's moving speech for Iman on her graduation". Royalista. 11 June, 2014.
- ↑ "Princess Iman of Jordan turns 18 today". Royalista. 27 September, 2014.