იმამის მოედანი (სპარს. میدان امام), ყოფ. ნახშ-ე ჯაჰანის მოედანი — მოედანი ქალაქ ისპაანის ცენტრში. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტი. 1979 წლამდე მოედანს ერქვა შაჰის (სპარს. میدان شاه) სახელი. იმამის მოედანი მდებარეობს ისპაანის ისტორიულ ნაწილში, გოლბაჰარის რაიონში. მოედნის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს იმამის მეჩეთი, დასავლეთით — ალი-გაპუს სასახლე, აღმოსავლეთით — შეიხ ლიუთფალის მეჩეთი, ჩრდილოეთ ნაწილში კი — დიდი ბაზარი. ირანის რევოლუციის შემდეგ მოედანზე მიმდინარეობს პარასკევის ლოცვები.

ხედი ზემოდან, 1703 წელი
იმამის მეჩეთის ხედი მოედნიდან
მოედანი 1867 წლის ნახატზე
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 115
ინგლ.რუს.ფრ.

მოედანი გადაჭიმულია 560 მეტრზე ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ და 165 მეტრზე — დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ. თანამედროვე იერი მოედანმა მიიღო XVI საუკუნეში, როდესაც ისპაანი გახდა სეფიანების იმპერიის დედაქალაქი. 1589 წელს შაჰ აბასმა დედაქალაქი ისპაანში გადაიტანა და დაიწყო აქტიური მშენებლობა.

მოედანი დაწვრილებით აღწერა მოგზაურმა ადამ ოლეარმა 1637 წელს.

ისტორიული მოედანი გამოიყენებოდა ცხენბურთისათვის.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება