ილიმანი (ესპ. Illimani) — მთა ბოლივიაში. მდებარეობს ანდების შემადგენელი ნაწილის, კორდილიერა-რეალის მთათა სისტემაში, ლა-პასის დასავლეთით. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 6438 მეტრია და წარმოადგენს ბოლივიის სიმაღლით მეორე (ნევადო-სახამის შემდეგ) და სამხრეთ ამერიკის მეთვრამეტე მთას.[1] თოვლის ხაზი ზღვის დონიდან 4570 მეტრზე გადის. ჩრდილოეთ კალთებზე მდებარეობს მყინვარები. მთას ოთხი მწვერვალი გააჩნია, რომელთაგან უმაღლესია ნევადო-ილიმანი, ალპინისტებში საკმაოდ პოლულარული მწვერვალი.

ილიმანი
ილიმანი
ილიმანი
კოორდინატები: 16°38′00″ ს. გ. 67°47′27″ დ. გ. / 16.63333° ს. გ. 67.79083° დ. გ. / -16.63333; -67.79083
ქვეყანა ბოლივიის დროშა ბოლივია
ტერიტორიული ერთეული ლა-პასის დეპარტამენტი
სიმაღლე 6438 
პირველი ასვლა 1898 წ.
ილიმანი — ბოლივია
ილიმანი

გეოლოგიურად, ილიმანი გრანოდიორიტისაგან შედგება და მიეკუთვნება კაინოზოურ ჯგუფს.

ილიმანი ლა-პასის თითქმის ყველა ადგილიდან ჩანს და ამ ქალაქის ერთ-ერთ სიმბოლოს წარმოადგენს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. The 6000m peaks of the Andes. andes.org.uk. ციტირების თარიღი: 2007-04-13.