ილია ეგორის ძე გრუზინოვი (დ. 1781 ― გ. 1813) — რუსი ანატომი და ფიზიოლოგი, წარმოშობით ქართველი.

ილია გრუზინოვი
დაბ. თარიღი 1781
დაბ. ადგილი ვილნის გუბერნია
გარდ. თარიღი 1813
გარდ. ადგილი ვილნის გუბერნია
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
საქმიანობა ანატომი და ბიოლოგი
მუშაობის ადგილი მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი საიმპერატორო მედიკო-ქირურგიული აკადემია და კიროვის სახელობის სამხედრო-სამედიცინო აკადემია
სამეცნიერო ხარისხი მედიცინის დოქტორი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1801 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი, 1804 — პეტერბურგის სამედიცინო-ქირურგიული აკადემია და იმავე წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე „გალვანიზმი და მისი გამოყენება სამედიცინო პრაქტიკაში“. 1811 წლიდან მოსკოვის უნივერსიტეტის ანატომიის კათედრის ორდინარული პროფესორი. 1812 სამამულო ომის დროს მოხალისედ წავიდა არმიაში და მოსკოვის ლაშქრის კორპუსის ექიმი იყო. შეისწავლა ადამიანსა და ცხოველში ხმის წარმოშობის მექანიზმი, რისთვისაც ერთ-ერთმა პირველმა ჩაატარა ცდები ადამიანის გვამზე. მოსკოვის უნივერსიტეტის ანატომიის მუზეუმი გაამდიდრა ანატომიური პრეპარატებით, მ. შ. აღსანიშნავია ადამიანის თვალის მაკროპრეპარატი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 281.
  • Коштоянц Х. С., Очерки по истории физиологии в России, М., 1946, с. 98-101.