ილდიზის ტექნიკური უნივერსიტეტი
ილდიზის ტექნიკური უნივერსიტეტი (თურქ. Yıldız Teknik Üniversitesi; YTÜ) — ტექნიკური უნივერსიტეტი თურქეთში, რომელიც სპეციალიზირდება საინჟინრო მეცნიერებებზე და არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საგანმანათლებლო დაწესებულება სტამბოლში. უნივერსიტეტის ცენტრალური კამპუსი ბეშიქთაშის რაიონში მდებარეობს. ახალი დავუთფაშას კამპუსი ესენლერის რაიონში მდებარეობს. უნივერსიტეტი აერთიანებს 10 ფაკულტეტს,[4] 3 პროფესიულ სკოლას[5] და 2 ინსტიტუტს.[6]
ილდიზის ტექნიკური უნივერსიტეტი | |
---|---|
თურქ. Yıldız Teknik Üniversitesi | |
დევიზი | მუდმივად მნათობი ვარსკვლავი |
დაფუძნდა | 1911 |
ატარებს სახელს | Yıldız Palace |
ტიპი | სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი |
თანამშრომელი | 1384 |
პრეზიდენტი | ისმაილ იუქსექი |
სტუდენტი | 21 000 |
მდებარეობა | სტამბოლი |
ქალაქი | სტამბოლი |
ქვეყანა | თურქეთი |
კამპუსი | ილდიზი • დავუთფაშა • მასლაქი |
კავშირები | ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია[1] , ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო კავშირი[2] და Anatolian University Libraries Consortium Association[3] |
yildiz.edu.tr |
ისტორია
რედაქტირებაილდიზის ტექნიკურ უნივერსიტეტს გააჩნია შტამბეჭდავი ისტორია, რომელიც თარიღდება 1911 წლით. იტუ დაარსდა როგორც კონდუქტორების Mekteb-i Âlisi (კონდუქტორების უმაღლესი სკოლა), რომ დაეკმაყოფილა მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი სექტორის მოთხოვნა. სკოლა ჩამოყალიბდა École de Conducteur სასწავლო გეგმის მიხედვით და დაკავშირებული იყო საზოგადოებრივ სამუშაოთა საქმის სამინისტროსთან. 1922 წელს, სკოლის სახელი შეიცვალა Nafia Fen Mektebi-ზე (საზოგადოებრივი სამუშაოების სკოლა). სწავლების ხანგრძლივობა 1926 წელს 2,5 წელზე და 1931 წელს 3 წლამდე გაიზარდა.[7]
საჯარო ობიექტების ზრდის შემდეგ და ტექნიკური მომსახურების მოთხოვნების შესაბამისად, გადაწყდა Nafia Fen Mektebi-ის დახურვა და ტექნიკური სკოლის ჩამოყალიბება მის ბაზაზე, ტექნიკური მუშებსა და პროფესიონალ ინჟინერებს შორის არსებული უთანასწორობის აღმოფხვრის მიზნით. სკოლამ თავის მოსწავლეებს შესთავაზა ორწლიანი პროგრამა (ტექნიკური სპეციალისტებისთვის) და ოთხწლიანი პროგრამა (ინჟინერთათვის). მთავრობამ გამოყო სკოლისთვის ილდიზის სასახლის შენობა, მის სხვა შენობებთან ერთად, რომლებიც დღესაც მოქმედებენ.
ადრეულ პერიოდში სკოლა შედგებოდა ორი ფაკულტეტისგან: სამოქალაქო და მექანიკური ფაკულტეტებისგან, სადაც სტუდენტებს ასწავლიდნენ, როგორც ტექნიკურ, ისე საინჟინრო სპეციალობას. დაწყებული 1942-1943 წლიდან, საინჟინრო ფაკულტეტს ელექტროტექნიკური და არქიტექტურის განყოფილებები დაემატა. 1969 წელს სკოლა ავტონომიურ უმაღლეს საგანმანათლებლო და კვლევით ინსტიტუტად გადაკეთდა. 1971 წელს სპეციალური პროფესიული სკოლების დახურვის გამო, საინჟინრო სკოლები შევიდნენ სტამბოლის სახელმწიფო საინჟინრო და არქიტექტურულ აკადემიაში.
ფაკულტეტები
რედაქტირება- ელექტრო და ელექტრონიკის ფაკულტეტი
- ლიტერატურისა და ეროვნული კულტურის კვლევების ფაკულტეტი
- ხელოვნებისა და დიზაინის ფაკულტეტი
- განათლების ფაკულტეტი
- ეკონომიკური და ადმინისტრაციული მეცნიერებათა ფაკულტეტი
- სამოქალაქო ინჟინერიის ფაკულტეტი
- ქიმიური და მეტალურგიული ინჟინერიის ფაკულტეტი
- მექანიკური ინჟინერიის ფაკულტეტი
- საზღვაო არქიტექტურისა და ზღვაოსნობის ფაკულტეტი
- არქიტექტურის ფაკულტეტი
ინსტიტუტები და სკოლები
რედაქტირება- მეცნიერებისა და ინჟინერიის ინსტიტუტი
- სოციალურ მეცნიერებათა ინსტიტუტი
- პროფესიული სწავლების სკოლა
- უცხო ენათა სკოლა
ცნობილი კურსდამთავრებულები
რედაქტირებაგალერეა
რედაქტირება-
უნივერსიტეტის სატრანსპორტო საშუალების შესასვლელი -
ჩუქურსარაის შენობა -
არქიტექტურის ფაკულტეტი -
YTU მთავარი შენობა
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- YTU ოფიციალური გვერდი დაარქივებული 2016-02-06 საიტზე Wayback Machine. (თურქული)
- YTU ოფიციალური ინგლისურენოვანი გვერდი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ https://eua.eu/about/member-directory.html
- ↑ https://web.archive.org/web/20221123144401/https://www.auf.org/les_membres/nos-membres/
- ↑ https://web.archive.org/web/20230815060630/https://uye.ankos.org.tr/uyeler/
- ↑ Yıldız Teknik Üniversitesi - Fakülteler. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 ნოემბერი 2016. ციტირების თარიღი: 27 August 2013.
- ↑ Yıldız Teknik Üniversitesi - Yüksekokullar. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 ნოემბერი 2016. ციტირების თარიღი: 27 August 2013.
- ↑ Yıldız Teknik Üniversitesi - Enstitüler. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 ნოემბერი 2016. ციტირების თარიღი: 27 August 2013.
- ↑ History of Yıldız Technical University. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-12-12. ციტირების თარიღი: 2017-05-29.