ილდამუსა
ილდამუსა — სამეფო ქალაქი კოლხაში. იხსენიება ურარტუს მეფე სარდურ II-ის მატიანეში, სადაც საუბარია, თუ როგორ გაილაშქრა მან კოლხას ქვეყნის წინააღმდეგ, ბრძოლით დაიპყრო და გადაწვა მისი სამეფო ქალაქი, გაჟლიტა მოსახლეობა, დახოცა კოლხას მეფის ნაცვლები და ილდამუსაში წარწერა დადგა.
მიუხედავად იმისა, რომ ის სამეფო ქალაქია, ამაში აუცილებლად დედაქალაქი არ იგულისხმება, თუმცა ის კოლხას მნიშვნელოვანი ცენტრი უნდა ყოფილიყო.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 230.
- საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970