ილარიონ ისარლიშვილი
ილარიონ პეტრეს ძე ისარლიშვილი (ისარლოვი) (დ. 16 იანვარი, 1848 — გ. უცნობია) — რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1906).
მესხეთიდან გადმოსახლებულ წარჩინებულ ქართველ კათოლიკეთა საგვარეულოს წარმომადგენელი. იაკობ და რაფიელ ისარლიშვილების ძმა. დაამთავრა მოსკოვის კადეტთა კორპუსი და ალექსის მე-3 სამხედრო სასწავლებელი. 1867 წლიდან რუსეთის არმიის ოფიცერი [პორუჩიკი (1870), კაპიტანი (1879), პოდპოლკოვნიკი (1888)]. მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის ომში (1877-1878). 1900 წლიდან პოლკოვნიკი და სკოპინის 224-ე სარეზერვო ბატალიონის მეთაური. იმავე წელს დაინიშნა ორენბურგის 105-ე ქვეითი პოლკის მეთაურად. 1906 წელს თადარიგში გავიდა მუნდირის ტარების უფლებით და გენერალ-მაიორის წოდების მინიჭებით. დაჯილდოებული იყო წმ. სტანისლავის II და III, წმ. ანას II და III, წმ. ვლადიმირის IV ხარისხის ორდენებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- მასალები რუსეთ-თურქეთის 1877-1878 წლების ომის მონაწილე ქართველი ოფიცრების შესახებ / თეა ქათამაძე // სამხრეთ-დასავლეთი საქართველო = South-West Georgia : ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია / აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება-საარქივო სამმართველო. - თბილისი, 2013. - ISSN 2298-0776. - № 3, აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების 135 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. - გვ.85-91.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Исарлов Илларион Петрович. Генералитет российской императорской армии и флота. ციტირების თარიღი: 4 აგვისტო, 2020.