ილაი უოლაკი
ილაი უოლაკი (ინგლ. Eli Wallach; დ. 7 დეკემბერი, 1915, ბრუკლინი — გ. 24 ივნისი, 2014, ნიუ-იორკი) — ამერიკელი კინოს, თეატრისა და ტელევიზიის მსახიობი. უოლაკის კინოკარიერა დაიწყო ელია კაზანის ფილმში „თოჯინა“. უოლაკმა კარიერის მანძილზე არაერთი ბოროტი გმირის სახე შექმნა. სახელი გაითქვა სერჯო ლეონეს ფილმით „კარგი, ცუდი და ბოროტი”, აგრეთვე ჯონ სტარჯესის ვესტერნით „შესანიშნავი შვიდეული”. კინოში შეტანილი წვლილისთვის 2010 წელს უოლაკმა საპატიო ოსკარი მიიღო და გახდა ამ ჯილდოს მფლობელი ყველაზე ასაკოვანი ადამიანი.
ილაი უოლაკი | |
---|---|
დაბადების სახელი | ილაი ჰერშელ უოლაკი |
დაბადების თარიღი |
7 დეკემბერი, 1915 ბრუკლინი, ნიუ-იორკი |
გარდაცვალების თარიღი |
24 ივნისი, 2014 (98 წლის) ნიუ-იორკი |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1945-2010 |
ფილმოგრაფია
რედაქტირებამოცემული ფილმოგრაფია არ არის სრული. გთხოვთ დაგვეხმაროთ მის შევსებაში. |
წელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1956 | ფ | თოჯინა | Baby Doll | სილვა ვაკარო |
1960 | ფ | შესანიშნავი შვიდეული | The Magnificent Seven | კალვერა |
1966 | ფ | როგორ მოვიპაროთ მილიონი | How to Steal a Million | დევის ლელანდი |
1966 | ფ | კარგი, ცუდი და ბოროტი | The Good, the Bad and the Ugly | ტუკო |
1969 | ფ | მაკკენას ოქრო | Mackenna's Gold | ბენ ბეიკერი |
1977 | ფ | დომინოს პრინციპი | The Domino Principle | გენერალი რესერი |
1990 | ფ | ნათლია III | The Godfather Part III | დონ ალტობელო |
2003 | ფ | მდინარე მისტიკი | Mystic River | მისტერ ლუნი |
2010 | ფ | უსახელო მწერალი | The Ghost Writer | მოხუცი კაცი მართას ვენახში |
2010 | ფ | უოლ-სტრიტი: ფულს არასდროს სძინავს | Wall Street: Money Never Sleeps | ჯულიუს სტეინჰარდტი |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: