იკაკოსის ნახევარკუნძული

(გადამისამართდა გვერდიდან იკასოსის ნახევარკუნძული)

იკაკოსის ნახევარკუნძული (Peninsula de Hicacos) — ნახევარკუნძული კუბის ჩრდილოეთ ნაწილში, მატანსასის პროვინციაში. სიგრძე 18 კმ,[1] სიგანე 0,5 კმ-იდან 2,5 კმ-მდე. მთავარი ქალაქია ვარადერო, რომელიც საკურორტო მნიშვნელობისაა. სახელწოდება წარმოსდგება კაქტუსების სახეობიდან. ვრცელდება კარდენასის ყურესა და ნიკოლასის სრუტეს შორის. ნახევარკუნძულზე წარმოდგენილია კუბის უკიდურესი ჩრდილოეთი წერტილი. სანაპიროებზე განვითარებულია მარჯნის რიფები. პლაჟი ქვიშიანია. სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან არის პატარა ნავმისადგომები და დელფინარიუმი.

იკაკოსის ნახევარკუნძული

იკაკოსის ნახევარკუნძულზე მდებარეობს ამავე სახელწოდების პარკი (ფართობი 3,12 კმ²), სადაც თავმოყრილია ბუნების ულამაზესი ძეგლები, მღვიმეები, ტბები და სხვ. მრავალფეროვანია ფლორა და ფაუნა.[2]

ხელსაყრელი ბუნებრივი პირობების გამო განვითარებულია ტურიზმი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. The Columbia Gazetteer of North America. (2000)Hicacos Peninsula. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2005-03-14. ციტირების თარიღი: 2007-10-14.
  2. Cuba Travel. ვარადერო, კუბა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-11-01. ციტირების თარიღი: 2007-10-14.