ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

იისფერი ფარიანა (ლათ. Parlatoria oleae), მწუწნავი მწერი კოქციდების ქვერიგისა. საქართველოში ძლიერ აზიანებს კურკოვან და თესლოვან ხეხილს. დედალი იისფერი ფარიანას სხეული სიგრძეა 1-2 მმ, იისფერია, მონაცისფრო-მოთეთრო ფარით დაფარული. მამალი ფრთიანია, მოგრძო ფარი აქვს. ნაყოფზე ფარიანას კვების ადგილას, წითელი მრგვალი ლაქები ჩნდება. წლის განმავლობაში 2-3 თაობა ვითარდება. განაყოფიერებული დედალი გამოიზამთრებს და გაზაფხულზე 20-60 კვერცხს დებს. პირველი თაობის მატლები აპრილში იჩეკება, მეორე თაობისა — ივლის-აგვისტოში. მატლები ემაგრებიან დედალს ფარის გარშემო და მჭიდრო კოლონიებს ქმნიან; ხეხილის ძლიერი დაზიანების შემთხვევაში მთლიანად ფარავს მცენარის ტოტებსა და შტამბს. მეორე თაობის მატლები ნაყოფზეც გადადიან. იისფერი ფარიანა ასუსტებს, ახმობს ტოტებსა და თვით მცენარესაც. ამ მავნებლის მოსასპოპად მცენარეს ასხურებენ პესტიციდებს, იყენებენ ბრძოლის ბიოლიგიურ მეთოდსაც.

იისფერი ფარიანა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Parlatoria oleae

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჰაჯიბეილი ზ., ქსე, ტ.5, გვ. 104, თბ., 1980