ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ივერი კაკუბავა (დ. 6 ივლისი, 1952, თბილისი) — ქართველი მათემატიკოსი, მეცნიერი.

1973 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი.

1973-1979 წლებში იყო ავტომატიზაციის სისტემების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი და უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1979-1986 წლებში სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის „რადიანის“ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1987 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროგრამული მართვის კათედრის დოცენტი. 1995 წლიდან გამოყენებითი მექანიკის კათედრის პროფესორი. 2001 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სისტემური პრობლემების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი. 2003 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის უმაღლესი მათემატიკისა და ეკონომიკური ინფორმატიკის კათედრის პროფესორი. 2004 წლიდან საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის სკოლის დირექტორი. 2005-2006 წლებში სოხუმის უნივერსიტეტის რექტორი. 1 სახელმძღვანელოსა და 70-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მისი შრომები გამოქვეყნებულია საქართველოს, რუსეთის ფედერაციის, უკრაინის, აშშ, გერმანიის და სხვა ქვეყნების გამოცემებში. არის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ორგანიზაციის „ინტერნეტ-აკადემიის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. პირველი ქართული ელექტრონული გამომცემლობის და საერთაშორისო ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალ „კომპიუტერული მეცნიერებანი და ტელეკომუნიკაციები“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორის პირველი მოადგილე. მონაწილეობდა საერთაშორისო კონფერენციაში „კათოლიკური მისიები საქართველოში.“

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ზოგადი უნარები - თბილისი, მერიდიანი, 2014, გვ. 518 - ISBN: 978-9941-10-815-0

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი თბ., 2006 გვ. 237

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ივერი_კაკუბავა“-დან