ივარ კალნინში (ლატვ. Ivars Kalniņš; დ. 11 აგვისტო, 1948, რიგა) — კინოსა და თეატრის საბჭოთა და ლატვიელი მსახიობი.

ივარ კალნინში

{
დაბადების თარიღი 11 აგვისტო, 1948 (1948-08-11) (76 წლის)
რიგა
საქმიანობა მსახიობი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ივარ კალნინში დაიბადა 1948 წლის 11 აგვისტოს რიგაში. მამა ავტომექანიკოსი იყო, დედა - დიასახლისი. 14 წლიდან სწავლას მუშაობასაც უთავსებდა. აითვისა ზეინკლის პროფესია, შემდეგ კი გამოთვლით ტექნიკას არემონტებდა.

ახალგაზრდობაში კალნინში უკრავდა რამდენიმე როკ-ჯგუფში და გრძელ თმებს ატარებდა. 1968 წელს დაამთავრა რიგის მე-8 საღამოს სკოლა. გადაწყვიტა თავისი ბედი ხელოვნებისთვის დაეკავშირებინა და ლატვიის სახელმწიფო კონსერვატორიის თეატრალურ ფაკულტეტზე ჩააბარა, რომელიც 1974 წელს წარმატებით დაამთავრა.

1972-2000 წლებში იან რაინისის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობია.

კინოში გადასაღებად პირველი კურსიდანვე იწვევდნენ. გადაღებულია ფილმებში: „ერთგული მეგობარი სანჩო“ (სენიორ როდრიგესი, სანჩოს მამა; 1974), „ფერფაქსის მილიონები“ (პოლ ფერფაქსი; 1980), „ვილა „გრეტას“ საიდუმლოება“ (იან პლინტო; 1983), „კაპიტანი ფრაკასი“ (ჰერცოგი დე ვალომბრეზი; 1984), „ზამთრის ალუბალი“ (ჰერბერტი; 1985), „ლაბირინთში შესასვლელი“ (პროფესორი პანაფიდინი; 1989), და სხვა.

ივარ კალნინშს ჩაწერილი აქვს რამდენიმე მუსიკალური ალბომი. იყო მეექვსე სეიმის დეპუტატი. 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო კრიტიკით გამოვიდა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება