ივან ნიფონტოვი (დ. 5 ივნისი, 1987) — რუსი ძიუდოისტი. 2012 წელს -81კგ წონით კატეგორიაში, ზაფხულის ოლიმპიადაზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. 2009 წელს გახდა ევროპის ჩემპიონი. 2010 წელს ევროპის ჩემპიონატზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. 2015 წელს დამარცხდა ევროპის ჩემპიონატის ფინალში, რომელიც ევროპული თამაშების ფარგლებში გაიმართა. 2009 წელს გახდა მსოფლიო ჩემპიონი. 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი.

ივან ნიფონტოვი
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 5 ივნისი, 1987(1987-06-05) (37 წლის)
დაბ. ადგილი პავლოდარი
სიმაღლე 172
წონა 81
ქვეყანა რუსეთი
ჯილდოები II ხარისხის „მამულის წინაშე დამსახურებისათვის“ ორდენის მედალი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება