ივან მატვეიჩი
ივან მატვეიჩი (რუს. Иван Матвеич) — ანტონ ჩეხოვის მოთხრობა, რომელიც 1886 წელს დაიწერა. პირველად, 1886 წლის 3 მარტს, გაზეთ „პეტერბურგის გაზეთში“-ს მე-60 ნომერში გამოქვეყნდა.
ივან მატვეიჩი | |
---|---|
ჟანრი | მოთხრობა |
ავტორი | ანტონ ჩეხოვი |
მშობლიური ენა | რუსული |
დაწერილია | 1886 |
გამოცემულია | 3 მარტი, 1886 |
გამოქვეყნება
რედაქტირებამოთხრობა „ივან მატვეიჩი“ პირველად „პეტერბურგის გაზეთში“-ს მე-60 ნომერში გამოქვეყნდა ხელმოწერით ა. ჩეხონტე.
შესწორებული ვერსიით მოთხრობა შევიდა კრებულში „ჭრელი მოთხრობები“. 1899 წლის 24 მარტს, მას შემდეგ რაც პეტრე პერცოვმა დაგეგმილი გამოცემის შესახებ გაიგო, ჩეხოვს კრებულ „ჭრელი მოთხრობები“-დან თავისი ნაწარმოებების კრებაში ჩართვის შესახებ შესთავაზა. ამ მოთხრობებს შორის მან „ივან მატვეიჩიც“ დაასახელა, რომელიც პერცოვის აზრით „ძალიან კარგი“ იყო. როგორც ჩანს, ჩეხოვი გამოეხმაურა ამ თხოვნას და ჩართო მოთხრობა 1899—1901 წლებში ადოლფ მარქსის მიერ გამოცემულ ნაწარმოებების ნაკრების პირველ ტომში.
ჩეხოვის სიცოცხლეშივე მოთხრობა ბულგარულ, გერმანულ და სერბო-ხორვატულ ენებზე ითარგმნა.
ფონი
რედაქტირებამოთხრობა „ივან მატვეიჩში“ აღწერილი ისტორია, ნაწილობრივ მწერლის ბიოგრაფიდანაა. მიხეილ ჩეხოვი იხსენებდა: „თავად ამ მოთხრობის მთავარი გმირი ივან მატვეიჩის სახე ჩემი ძმის ივანისგანაა აღებული. სანამ ის პედაგოგიურ საქმიანობას დაიწყებდა, სამუშაოს ეძებდა და ამისათვის მოსკოვში მცხოვრებ პ. ბობორიკინთან დადიოდა“[1][2].
სიუჟეტი
რედაქტირებაცნობილ მეცნიერს (ორიგინალში მწერეალს), ძლიერ აღიზიანებს პეტრე დანილიჩი, რომელმაც მას ახალგაზრდა გადამწერის რეკომენდაცია მისცა. გადამწერი ივან მატვეიჩი, ორი-სამი საათით მუდმივად იგვიანებს. მეცნიერს სურს გადამწერს ეჩხუბოს, არ გადაუხადოს სამუშაოს გასამრჯელო და გააგდოს სამსახურიდან. გადამწერი მოდის და უხსნის, რომ დეიდასთან იყო დღეობაზე, ხოლო დეიდა კი აქედან ძალიან შორს ცხოვრობს. მეცნიერი გადამწერს ჩაის უსხამს და სამუშაოს აძლევს.
ლიტერატურა
რედაქტირებაЧехов А. П. Иван Матвеич // Чехов А. П. Полное собрание сочинений и писем: В 30 т. Сочинения: В 18 т. / АН СССР. Ин-т мировой лит. им. А. М. Горького. — М.: Наука, 1974—1982.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ივან მატვეიჩი დაარქივებული 2017-09-16 საიტზე Wayback Machine. , ორიგინალური რუსული ტექსტი
- ივან მატვეიჩი, ინგლისური თარგმანი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Вокруг Чехова, გვ. 103.
- ↑ მოთხრობა „ივან მატვეიჩში“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-05-11. ციტირების თარიღი: 2017-06-17.