ივანე III-ის სამართლის წიგნი

ივანე III-ის სამართლის წიგნირუსეთის სამეფოს ცენტრალიზებული სახელმწიფოს პირველი კოდექსი. მისი წყაროებია რუსკაია პრავდა და ფსკოვის სამართლის სიგელი, ასევე საწესდებო სიგელები, ჩვეულებითი სამართალი და დიდი მთავრის ბრძანებულებები. მიღებულია 1497 წელს. ძეგლში დიდი ადგილი უჭირავს სისხლის სამართლის, და სისხლის სამართლის საპროცესო სამართლის ნორმებს, ნორმებს ცენტრალური და ადგილობრივი სასამართლოების შესახებ. დადგინდა 26 ნოემბერს გლეხის მიერ სხვა მებატონესთან გადასვლის უფლება. ძეგლმა ხელი შეუწყო რუსეთში ერთიანი სამართალწარმოების ჩამოყალიბებას, ცენტრალიზებული სახელმწიფოს შემდგომ განვითარებას.

ივანე III სამართლის წიგნი.

ლიტერატურა რედაქტირება