ივანე ტოლმაჩოვი
ივანე ნიკოლოზის ძე ტოლმაჩოვი (რუს. Ива́н Никола́евич Толмачёв; დ. 6 იანვარი. 1863, კალუგის გუბერნია, — გ. 28 ივნისი, 1931) — რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1911).
სამხედრო სამსახურში იყო 1882 წლიდან. დაამთავრა ნიკოლოზის სახელობის გენერალური შტაბის აკადემია (1889). მსახურობდა კიევის სამხედრო ოლქის შტაბში სხვადასხვა პოზიციაზე. 1898 წელს მიიღო პოლკოვნიკის წოდება. 1904-1907 წლებში მეთაურობდა ბენდერის 132-ე ქვეით პოლკს. აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში რევოლუციური გამოსვლების, მათ შორის, გურიის რესპუბლიკის სასტიკ ჩახშობაში, რისთვისაც 1907 წელს გენერალ-მაიორის წოდება მიიღო. იმავე წელს ერთხანს იყო კავკასიის სამხედრო ოლქის გენერალური შტაბის საოლქო მორიგე გენერალი და მე-16 საარმიო კორპუსის შტაბის უფროსი. 1907-1911 წლებში იყო ქ. ოდესის მმართველი, მფარველობდა მემარჯვენე „შავრაზმულ“ რუსულ ორგანიზაციებს. 1911 წელს სამხედრო სამსახურიდან გადადგა გენერალ-ლეიტენანტის წოდებით. 1914-1917 წლებში კვლავ საშტაბო თანამდებობებზე იყო მინსკის სამხედრო ოლქში და სამხრეთ-დასავლეთის ფრონტზე. რუსეთის რევოლუციის შემდეგ ემიგრაციაში იყო გერმანიაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- Волков С. В. Генералитет Российской империи. Энциклопедический словарь генералов и адмиралов от Петра I до Николая II. Том II. — М., 2009. — С. 584.
- Шанин, Теодор. Революция как момент истины. Россия 1905-1907 гг. - 1917-1922 гг.. — М. : Весь Мир, 1997. — 560 p. — ISBN 5-777-0039-X.