ივანე პოპოვი (მწერალი)

რუსი პოეტი, ჟურნალისტი და გამომცემელი

ივანე პოპოვი (რუს. Иван Петрович Попов; დ. 1836, ნოვოჩერკასკი, რუსეთის იმპერია1906) — რუსი პოეტი, ჟურნალისტი და გამომცემელი.

ივანე პოპოვი
სრული სახელი ივანე პეტრეს ძე პოპოვი
დაბადების თარიღი 1836
დაბადების ადგილი ნოვოჩერკასკი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1906
საქმიანობა პოეტი
ეროვნება რუსი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
ალმა-მატერი ხარკოვის უნივერსიტეტი
ჟანრი პოეზია

ბიოგრაფია

რედაქტირება

ივანე პოპოვი დაიბადა 1836 წელს ქალაქ ნოვოჩერკასკში, ჯარის ზემდეგის ოჯახში. დაამთავრა ნოვოჩერკასკის გიმნაზია, შემდეგ — ხარკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მიიღოს სამართლის კანდიდატის ხარისხი.

გიმნაზიაში სწავლის დროს დაწერა თხზულება „Азовское сидение“. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საოლქო სტატისტიკური კომიტეტის მდივნად. საქმიანობის მიხედვით აგროვებდა მასალებს მათ „დონის სტატისტიკური კომიტეტის საოქო ჯარების კრებულში“ გამოსაქვეყნებლად.

1887 წელს ივანე პოპოვმა საკუთარი გაზეთი „Донская речь“ (ქართ. დონური მეტყველება) გამოსცა. მისი გაზეთი რუსეთის სამხრეთ ნაწილში ერთ-ერთი უმსხვილესი აღმოჩნდა, მასში იბეჭდებოდა ალექსანდრე კუპრინის, კ. ტრენევის, ა. პოპოვის (სერაფიმის ძე) და სხვათა ნაწარმოებები.

მისი კიდევ ერთი წამოწყება იყო ჟურნალ „Дон“-ის (ქართ. დონი) დაარსება, რომლის გამოცემაც მან 1887 წლიდან დაიწყო. ჟურნალმა დაახლოებით ერთი წელი იარსება და სახსრების უქონლობის გამო დაიხურა.

შემოქმედება

რედაქტირება

ივანე პოპოვი წერდა ლექსებს, ისტორიულ შენიშვნებს და პუბლიცისტურ სტატიებს. მისი ნაწარმოებები ქვეყნდებოდა „Казачий вестник“-ში (ქართ. კაზაკური მაცნე), „Таганрогский вестник“-ში (ქართ. ტაგანროგის მაცნე), მოსკოვისა და პეტერბურგის ჟურნალებში „Будильник“ (ქართ. მაღვიძარა), „Гусли“ (ქართ. გუსლი), „Спутник“ (ქართ. თანამგზავრი), „Развлечение“ (ქართ. გართობა). მისი ნაწარმოებების ძირითადი თემა იყო მისთვის კარგად ნაცნობი დონის კაზაკობა და მისი ისტორია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Астапенко М. П., Астапенко Г. Д., Астапенко Е. М. Казачья доля — Дон, степь да воля. Ростов н/Д, 2014., 320 с.: ил. ISBN 978-5-87259-806-0
  • Попов Иван Петрович. Материалы к истории Дона / собран. Ив. П. Поповым. — Новочеркасск : Тип. наслед. Н. И. Редичкина, 1900. — 168 с.

ინტერნეტ-რესურსები

რედაქტირება