ივანე კოტლიარევსკი

ივანე კოტლიარევსკი — ივანე პეტრეს ძე, უკრაინელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ლიტერატურულ ასპარეზზე გამოვიდა 90-იან წლებში. მის ბურლესკურ-ტრავესტულ პოემაში „ენეიდა“ რეალისტურად არის ასახული უკრაინული საზოგადოების სხვადასხვა ფენის ცხოვრება. ავტორია პიესებისა „პოლტაველი ნატალკა“ და „ჯადოქარი ჯარისკაცი“. კოტლიარევსკიმ დიდი ამაგი დასდო ახალ უკრაინულ ლიტერატურასა და ახალი სალიტ. ენის განვითარებას.

კოტლიარევსკის პიესები XIX საუკუნის I ნახევარში ქართველი საზოგადოების წინაშე წარმოადგინეს უკრაინულმა დასებმა. საქართველოს პრესაში გამოქვეყნებულ წერილებში მაღალი შეფასება მისცეს კოტლიარევსკის ხელოვნებას.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბაქანიძე ო., უკრაინული თეატრი თბილისში, თბ., 1967.