ივანე გორგიძე
ივანე ალექსის ძე გორგიძე (დ. 12 ივნისი, 1942, თბილისი — გ. 17 დეკემბერი, 2020, თბილისი) — ქართველი მეცნიერი ინფორმატიზაციის დარგში. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1990), პროფესორი (1990), საქართველოს საინჟინრო აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი (1992), საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი (1992), სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემიის ლაურეატი (1986).
ბიოგრაფია
რედაქტირება1964 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1965–1967 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოთვლით ცენტრში, 1967–1971 — სსრკ მეცნიერებათა აკადემიის მართვის პრობლემების ინსტიტუტში. 1978 წლიდან არის მისივე თაოსნობით შექმნილი ინფორმატიზაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი. გორგიძის სამეცნიერო შრომები ეხება მეცნიერებისა და ტექნიკის ისტორიას, მართვის პრობლემებს, მართვის სისტემებს, ორგანიზაციული სისტემების აგებასა და მართვას. არის აქტექტურული სისტემების მართვის თეორიის ერთ-ერთი დამფუძნებელი.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- Совершенствование планирования в активных системах, Тб., 1985;
- Методы повышения эффективности и качества функционирования автоматизированных информационно- управляющих систем, М., 2001 (თანაავტ).
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 103.