ივანე გიორგაძე
ივანე (მამუკა) გიორგაძე (დ. 2 ივლისი, 1961, ჩოხატაური ) — ქართველი ინჟინერი, პოლიტიკოსი.
ივანე (მამუკა) გიორგაძე | |
---|---|
დაბ. სახელი | ივანე გიორგაძე |
დაბადების თარიღი | 2 ივლისი, 1961 |
დაბადების ადგილი | ჩოხატაური, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
1987 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროტექნიკა-სანტექნიკის ფაკულტეტი. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრი, სამხედრო საქმისა და სამხედრო აღმშენებლობის კომისიის თავმჯდომარე (1992). 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ეროვნულ–დემოკრატიული პარტია“. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ეროვნულ–დემოკრატიული პარტია“. პარლამენტში იყო ფრაქცია „სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე.