იესო უფსკრულიდან
„იესო უფსკრულიდან“ (იტალ. Il Cristo degli Abissi) — იესო ქრისტეს ქანდაკება. მდებარეობს სან-ფრუტუოზოს (იტალ. San Fruttuoso) უბეში, გენუასთან ახლოს (ისტორიული ლიგურიის ნაწილი), იტალიის რივიერის წყლებში. მისი სიმაღლეა 2,5 მ, ჩამოსხმულია ბრინჯაოსაგან. დამონტაჟდა 1954 წლის 22 აგვისტოს 17 მეტრის სიღრმეზე. მას შემდეგ სხვადასხვა ქვეყანაში განთავსდა რამდენიმე ანალოგიური ქანდაკება (როგორც თავდაპირველის ასლები, აგრეთვე ვარიაციები ამავე თემაზე), რომლებსაც იგივე სახელი ეწოდა.[1]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Scuba Diving Spots > USA : Florida > The Florida Keys > Key Largo > Spots > Christ of the Abyss. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-17. ციტირების თარიღი: 2018-12-01.
- LIFE Magazine article.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Jerry Wilkinson. Christ of the Deep. Keyshistory.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-10. ციტირების თარიღი: 2012-05-09.