იეროდიაკონი, ბერდიაკვანი (ბერძ. ἱερο — წმინდა და διάκονος — მსახური) — უფროსი დიაკონი.[1] ბერმონაზონი დიაკვნის ხარისხში. უფროს იეროდიაკონს ეწოდება არქიდიაკონი. იეროდიაკვნებად ბერები ხდებიან ბერად აღკვეცისა და ქიროტონიის საიდუმლოს შესრულების შემდეგ. იეროდიაკონის სრული სამოსელის განმასხვავებელი თავისებურებაა შავი კამილავკის ტარება. იეროდიაკვნები შავი სამღვდელოების წარმომადგენლები არიან.[2]