იეჟი ზაგურსკი
იეჟი ზაგურსკი (პოლ. Jerzy Zagórski; დ. 13 დეკემბერი, 1907, კიევი — გ. 5 აგვისტო, 1984, ვარშავა) — პოლონელი პოეტი და მთარგმნელი. განათლებით იურისტი.
ეწეოდა ჟურნალისტურ და თეატრალურ მოღვაწეობას. II მსოფლიო ომის დროს საკუთარ ოჯახში შეიფარა არაერთი ებრაელი. 1961 წელს გამოცემულ ქართული პოეზიის ანთოლოგიაში გამოაქვეყნა „ვეფხისტყაოსნის” ნაწყვეტების თარგმანი. პოემის სრული თარგმანი, ი. ბრაუნის კონსულტაციით, გამოაქვეყნა კრაკოვში 1976 წელს. 1985 წელს გამოცემულ ქართული პოეზიის ანთოლოგიაში კვლავ შეტანილია „ვეფხისტყაოსნის” ზაგურსკისეული თარგმანი, აგრეთვე ი. აბაშიძის, ს. ჩიქოვანის, გ. შატბერაშვილის, ი. ნონეშვილის, ო. შალამბერიძისა და სხვათა ლექსების მისეული თარგმანები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 297.