იელის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესია

იელის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იელის განაპირა მხარეს, შემაღლებულ, ბორცვიან ადგილზე. განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს.

ეკლესია სამწახნაგა, შვერილაფსიდიანი, დარბაზული ტიპისაა. მოპირკეთებულია თლილი შირიმის კვადრებით. კედლებს სადა ლავგარდნის თარო ასრულებს. ეკლესიის ერთადერთი შესასვლელი კარი დასავლეთ ფასადის ცენტრშია გაჭრილი; კარის ზღურბლი მიწის დონიდან ქვის ორი საფეხურით არის ამაღლებული. ეკლესიას ჩრდილოეთით და სამხრეთით დამატებითი შესასვლელებიც ჰქონდა, რომლებიც მოგვიანებით ამოაშენეს. ამოშენებული კარებები შირიმის ფილებით არის მოპირკეთებული.

სამწახნაგა აფსიდი გეომეტრიული სიზუსტით გამოყვანილი თაღედით არის შემკული. ბრტყელ პილასტრებზე გადაყვანილი ნახევარწრიული თაღები თითო-თითოდ შემოწერს თითოეულ წახნაგს. თაღების ქუსლები სადა, სწორკუთხა იმპოსტებს ეყრდობა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 8706