იდუკალ-ნტაგეზი
იდუკალ-ნტაგეზი (ფრანგ. Mont Indoukat-n-Taglès) — ყველაზე მაღალი მთა ნიგერში. მთა მდებარეობს აირის მთების სამხრეთ ნაწილის ცენტრში და ბაგზანის პლატოს ჩრდილოეთ დაბოლოებაზე. აუდერასის ხეობაში, სეზონური წვიმების შედეგად წარმოქმნილი წყლის ნაკადულები მიედინებიან იდუკალ-ნტაგეზის მთის სამხრეთით — რეგიონის ცენტრ აგადესისკენ. მთიდან სამხრეთ-დასავლეთში მდებარეობს ქალაქ აუდერასის ოაზისი. მისი დიდი შემაღლების გამო, იდუკალ-ნტაგეზის მთაზე აღმოჩენილია საჰარა-ხმელთაშუაზღვისა და ტროპიკული მცენარეულობის სხვადასხვა ჯიშები, რომლებიც ნიგერის სხვა ნაწილებში არასოდეს არ შენიშნულა.[1]
იდუკალ-ნტაგეზი | |
---|---|
კოორდინატები: 17°50′21″ ჩ. გ. 8°43′13″ ა. გ. / 17.83917° ჩ. გ. 8.72028° ა. გ. | |
ქვეყანა | ნიგერი |
სიმაღლე | 2022 მ |
მთის ყველაზე უფრო მაღალი წერტილის სიმაღლე ზღვის დონიდან შეადგენს 2022 მეტრს.[2]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- View of Mont Bagzane (2004) დაარქივებული 2016-03-03 საიტზე Wayback Machine.
- View of Mont Bagzane, Jensen Young (nd) დაარქივებული 2011-07-13 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links
- Idoukal n'Taghes, le plus haut sommet des Monts Bagzans (2007) დაარქივებული 2012-02-14 საიტზე Wayback Machine. .
- Swedish travelogue, including image from top of peak (2006).
- bagzanvoyages.free.fr Travel guide :: Detailed topographic map of the area.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Anthelme, F.; Waziri Mato, M.; Maley, J. (2008). „Elevation and local refuges ensure persistence of mountain specific vegetation in the Nigerien Sahara“. Journal of Arid Environments. 72: 2232–2242. doi:10.1016/j.jaridenv.2008.07.003.
- ↑ Peakbagger listing. Compare Jolijn Geels (2006) pp 177, 183-84 and Decalo (1997) p. 216.