იდლეთის მიქელ-გაბრიელის ეკლესია

იდლეთის მიქელ-გაბრიელის ეკლესია — ეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლეთის ცენტრში. თარიღდება გვაინდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (15,15 – 5,8 მ.), ნაგებია ნატეხი ქვით, გამოყენბულია აგური და რიყის ქვაც. თვდაპირვეალდ ეკლესია მცირე ზომისა ყოფილა. მოგვიანებით მისთვის დასავლეთიდან მოზრდილი სათავსი მიუშენებიათ. შესასვლელი დასავლეთ კედლის ცენტრშია, ჩრდილოეთ კარი ამოენებულია. საკურთხეველში ერთი სარკმელია. საკურთხეველი დარბაზის იატაკის დონიდან საკმაოდ ამაღლებულია და სამსაფეხურიანი კიბე აქვს. საკურთხევლის გვერდებზე ვიწრო სათავსებია. ეკლესიის გრძივი კედლები ორი წყვილი პილასტრითაა დანაწევრებული (აღმოსავლეთ პილასტრები უფრო მასიურია). ისრული კამარა საბჯენ თაღებს ეყრდნობა. ეკლესიის დანარჩენ სამ კედელში თითო სარკმელია. ჩრდილოეთ სარკმელთან სანათლავი ნიშია. დასავლეთ ფასადზე ფრონტონის ქვეშ გამსოახულია პატარა რელიეფური ჯვარი. ეკლესიას თაროსებრი ლავგარდანი აქვს.

ფრონტონის კეხზე დგას აგურით ნაგები სამრეკლო - ოთხბოძიანი თაღებით გახსნილი ფანჩატური, რომელსაც პირამიდული სახურავი აქვს.

ლიტერატურა

რედაქტირება