იდა მანდენოვა
იდა პანოს ასული მანდენოვა (დ. 26 ივნისი, 1909, ტფილისი — გ. 4 სექტემბერი, 1995, თბილისი) — ქართველი საბჭოთა ბოტანიკოსი. საშუალო და უმაღლესი განათლება თბილისში მიიღო. 1939 წელს დაამთავრა სუბტროპიკული კულტურების საკავშირო ინსტიტუტი. შემდეგ მუშაობდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტის მცენარეთა სისტემატიზაციისა და გეოგრაფიის განყოფილებაში უმცროს მეცნიერ მუშაკად, შემდეგ — უფროს მეცნიერ მუშაკად. 1944 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „კავკასიის ლილია“, 1960 წელს — სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ქოლგოსანთა ოჯახი“. რამდენიმე ათეული შრომის ავტორია. მისი შრომები შესულია „საქართველოს ფლორის“ რვატომეულში, „სსრ კავშირის ფლორის“ 30-ტომიან გამოცემაში. მონაწილეობა მიიღო „საქართველოს ფლორის“ მეორე გამოცემის მომზადებაში.[5]
იდა მანდენოვა | |
---|---|
დაბ. თარიღი | 26 ივლისი, 1907[1] |
დაბ. ადგილი | თბილისი |
გარდ. თარიღი | 4 სექტემბერი, 1995[1] (88 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | ბოტანიკოსი[2] [3] , taxonomist[2] და botanical collector[4] |
სამეცნიერო ხარისხი | ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 http://legacy.tropicos.org/Person/7031
- ↑ 2.0 2.1 მცენარეთა სახელების საერთაშორისო ინდექსი — 1999.
- ↑ Harvard University Herbaria & Libraries Index of Botanists — Harvard University Herbaria and Libraries.
- ↑ Bionomia — 2018.
- ↑ იდა პანოს ასული მანდენოვა // „საქართველოს ქალი“ : ჟურნალი, თბ., დეკემბერი, 1992, № 12, გვ. 14.