იდაიათ ჰუსეინოვი

(გადამისამართდა გვერდიდან იდაიატ ჰუსეინოვი)

იდაიათ ჰუსეინოვი (დ. 23 დეკემბერი, 1943, სოფელი სარალი, მარნეულის რაიონი) — ქართველი პოლიტიკოსი.

იდაიათ ჰუსეინოვი
დაბადების თარიღი 23 დეკემბერი, 1943 (1943-12-23) (80 წლის)
დაბადების ადგილი სარალი, მარნეულის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება აზერბაიჯანის ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი, საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი
ეროვნება აზერბაიჯანელი

დაამთავრა აზერბაიჯანის ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ქვემო ქართლის რეგიონული ინსტიტუტი. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (მაჟორიტარი). 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება