სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იგუასუ.

იგუასუ (პორტ. Rio Iguaçu; ესპ. Río Iguazú) — მდინარე ბრაზილიასა და არგენტინაში; პარანის მნიშვნელოვანი შენაკადი. მდინარის სიგრძე 1 320 კმ-ია, აუზის ფართობი 62 000 კმ².

იგუასუ

მდინარე პირდაპირ იგუასუს ჩანჩქერის თავზე
ქვეყანა დროშა: ბრაზილია ბრაზილია, დროშა: არგენტინა არგენტინა
სიგრძე 1 320 კმ
აუზის ფართობი 62 000 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} იგუასუ ვიკისაწყობში

იგუასუ სათავეს ბრაზილიაში, პარანის შტატში იღებს, სერა-დუ-მარის სანაპირო მთებში. იგუასუ პარანის შტატის ტერიტორიაზე, დასავლეთის მიმართულებით 1 205 კმ-ზე მიედინება. ქვემო დინებაში პლატოზე მიედინება, სადაც წარმოქმნის სახელგანთქმულ ჩანჩქერ იგუასუს, რომელიც ორი ქვეყნის — ბრაზილიისა და არგენტინის ტერიტორიებზე ექცევა. საბოლოოდ, იგუასუ მდინარე პარანას უერთდება, სწორედ იმ ადგილას სადაც ყალიბდება სამი ქვეყნის საზღვარი — არგენტინის, ბრაზილიისა და პარაგვაის, რომელსაც ტრიპლე-ფრონტერას უწოდებენ.

ტრიპლე-ფრონტერა — იგუასუსა და პარანის შესართავი. ხედი არგენტინის მხრიდან


რიო-დე-ლა-პლატის აუზი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება