იგორ სტეციუკი
იგორ ოლეგოვიჩ სტეციუკი (დ. 21 ივნისი, 1958, კრივოი-როგი, დნეპროპეტროვსკის ოლქი) ― უკრაინელი და საბჭოთა კომპოზიტორი, დირიჟორი, უკრაინის პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის ეროვნული მუსიკალური აკადემიის პროფესორი, უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.
იგორ სტეციუკი | |
---|---|
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 21 ივნისი, 1958 (66 წლის) |
დაბ. ადგილი | კრივი-რიჰი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაიგორ სტეციუკი 1958 წლის 21 ივნისს კრივოი-როგში დაიბადა. 1981 წელს კიევის კულტურისა და ხელვონების ეროვნული ინსტიტუტი, ხოლო 1985 წელს კიევის კონსერვატორია (ანდრეი შტოგარენკოს კლასი) დაამთავრა. არის უკრაინის კომპოზიტორთა ეროვნული კავშირის წევრი და უკრაინის პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის ეროვნული მუსიკალური აკადემიისა და კიევის თეატრის, კინოსა და ტელემაუწყებლობის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი. 2015-2018 წლებში კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნულ უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა.
ჯილდოები
რედაქტირება- უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
- უკრაინის მინისტრთა კაბინეტის სახელმწიფო პრემია[1]
- საერთაშორისო ფესტივალის, „The Clearwater Film and Music Festival“ (აშშ, 2011) პრემიის მფლობელი საუკეთესო კინომუსიკისთვის
- საერთაშორისო კინოფესტივალის, „Молодость“ (1990, უკრაინა), პრემიის მფლობელი საუკეთესო კინომუსიკისთვის
ლიტერატურა
რედაქტირება- Стецюк Ігор Олегович // Музика в кінематографі України: каталог. Ч. 1: Автори музики художньо-ігрових фільмів, які створювалися на кіностудіях України / О. У. Литвинова. — Логос, 2009. — 453 с. — С. . ISBN 978-966-171-144-9.