იგორ ნაგორნი

ქართველი ხელოვნების მუშაკი

იგორ ნაგორნი (დ. 13 ინვისი, 1933, თბილისი) — ქართველი ხელოვნების მუშაკი.

იგორ ნაროგნი
დაბადების თარიღი 13 ივნისი, 1933 (1933-06-13) (91 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი საქართველოს სახელმწიფო ფიზკულტურის ინსტიტუტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1957 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზკულტურის ინსტიტუტი.

1958 წლიდან მოღვაწეობდა საქართველოს ტელევიზიაში, ის იყო საქართველოს ტელევიზიის მთავარი კინოოპერატორი. მის მიერ გადაღებული ფილმებიდან აღსანიშნავია: "დედის ხელი" 1957 წელს, სსრკ ხალხთა სპარტაკიადა1958 წელს, "სოფლის ცხენოსნების შეჯიბრი" 1958 წელს, "სულერთია დაგეწევი" 1964 წელს, "ჭადრაკის დედოფალი" 1968 წელს, "ჟან ვილარი თბილისში" 1967 წელს, "მიხაი ზიჩი" 1968 წელს, "მოქანდაკე კანდელაკი" 1968 წელს, "მოქანდაკე ამაშუკელი" 1970 წელს, "შეხვედრამდე" 1970 წელს, "ცეკვის ჯადოქარი" 1971 წელს, "შეხვედრა ლადო გუდიაშვილთან" 1976 წელს, "ქართველ კინომოღვაწეთა შემოქმედებითი პორტრეტები" 1980 წელს, "მომღერალთა ოჯახი" 1981 წელს. მას ასევე აქვს აღებული ჯილდოები, პრემიები და პრიზები: 1999 წელს ღირსების ორდენი, 1977 წელს საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, I საკავშირო სატელევიზიო ფილმების ფესტივალის ლაურიატი და ამიერკავკასიის ფილმების ფესტივალის ლაურიატი.

ორგანიზაციის წევრი

რედაქტირება
  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო. თბ., 1993, გვ.47
  • წიგნი ღირსებისა: ტ.4 შემდგ.: ყიფიანი თ., (რედ.), გაჩეჩილაძე თ., სიმონიშვილი გ., თბ., 2002. გვ.59

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება