იბრაჰიმ თელიოღლუ

თურქი ისტორიკოსი

იბრაჰიმ თელიოღლუ (თურქ. İbrahim Tellioğlu; დ. 15 აპრილი, 1972, სამსუნი) — თურქი ისტორიკოსი. აქვს მრავალი სამეცნიერო გამოკვლევა აღმოსავლეთ შავი ზღვისა და კავკასიის ისტორიის შესახებ.

ბიოგრაფია

რედაქტირება

იბრაჰიმ თელიოღლუ დაიბადა 1972 წელს სამსუნში. სამსუნის უნივერსიტეტში ჩაბარებამდე დაწყებითი განათლება მიიღო. ბაკალავრიატი და მაგისტრატურა ფირატის უნივერსიტეტის ისტორიის მიმართულებით დაამთავრა. სადოქტორო დისერტაცია სახელწოდებით — „თურქები აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთში ოსმალეთის გაბატონებამდე“ დაიცვა 2002 წელს. 2006 წელს გახდა ისტორიაში თურქეთის ასოცირებული პროფესორი, ხოლო 2011 წელს — პროფესორი. ამჟამად მუშაობს „19 მაისის უნივერსიტეტში“ ლექტორად.[1]

2020 წელს თელიოღლუს თურქეთის მწერალთა კავშირმა გადასცა წლის საუკეთესო მწერლის, ინტელექტუალისა და ხელოვანის ჯილდო.[2]

ნაშრომები

რედაქტირება
  • თურქეთ-საქართველოს ურთიერთობები XI-XIII საუკუნეებში (2009)
  • ტრაპიზონის რუმის სახელმწიფო (1204-1461) (2009)
  • ლაზური სტატია TDV ისლამის ენციკლოპედიაში
  • სამსუნი ძველი ხანიდან ოსმალეთამდე (2012)
  • შავი ზღვა ისტორიის მანძილზე (2015)
  • თურქები-სომხები-ქართველები შუა საუკუნეებში (2019)
  • თურქები აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში ოსმალეთის ბატონობამდე (2020)
  • ანატოლიის დაპყრობა დაპყრობილთა თვალით (2020)
  • თურქეთ-საქართველოს ურთიერთობები ახალ და უახლეს საუკუნეებში (2021)
  1. İbrahim Tellioğlu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 Mayıs 2015. ციტირების თარიღი: 10 Haziran 2021.
  2. Prof. Dr. İbrahim Tellioğlu 'en iyi kitap' ödülünü kazandı. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 Ocak 2021. ციტირების თარიღი: 6 Ocak 2021.