იბნ რუსთა აბუ ალი აჰმად იბნ უმარ (სპარს. احمد ابن رسته اصفهانی), (დ. IX ს. II ნახ. – გ. X ს. I ნახ.) — არაბულენოვანი სწავლული, ენციკლოპედისტი. წარმოშობით სპარსელი.

ავტორია „ძვირფასი ყელსაბამების წიგნისა“, რომლის მხოლოდ მე-7 ტომმა მოაღწია ჩვენამდე. მასში დაცულია საყურადღებო ცნობები შუა საუკუნეების ახლო და შუა აღმოსავლეთის, აღმოსავლეთ ევროპის, ამიერკავკასიისა და, კერძოდ, საქართველოს შესახებ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Крачковский И. Ю., Избр. соч., т. 4, М.-Л., 1957;
  • Сведения арабских писателей о Кавказе, Армении и Азербайджане, пер. и прим. Н.А. Караулова, «Сборник материалов для описания местностей и племен Кавказа», 1903, выпуск 32